სამართალი
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ჩვენებები შეცვლილია - ადვოკატი
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის თქმით, ჩვენებები შეცვლილია.
მან აღნიშნა, რომ ჩვენებების შესაძლო შეცვლაში დარწმუნდა ერთ-ერთი მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე.
უფლებადამცველმა აღნიშნა, რომ ელოდება ექსპერტიზის დასკვნას, თუ რამდენი დანა იყო გამოყენებული სისხლიანი გარჩევის დროს.
„დაზარალებულმა დაინახა, რომ აბსოლუტურად ყველა პირმა კატეგორიულად შეცვალა გამოძიებაში მიცემული ჩვენება. დაცვის მხარის პოზიციაც მსგავსია. პროკურორი არ აღიარებს, რომ საქმე არ არის გამოძიებული. ყველამ, ვინც ესწრება პროცესებს დაინახა, რომ ჩვენებები შეცვლილია.
თავის დროზე უნდა ჩატარებულიყო სრულყოფილი გამოძიება. საგამოძიებო ორგანომ თავის დროზე დაასრულა გამოძიება და ახლა უკვე რა უნდა შეიცვალოს. ჩვენ უამრავი ექსპერტიზა გვაქვს დანიშნული, ასევე იმაზე, თუ რამდენი დანა არის გამოყენებული. ბრალდების მხარის არცერთი უტყუარი მტკიცებულება არ აჩვენებს დანების რაოდენობას. ჩვენი ექსპერტიზა გასცემს ამ კითხვას პასუხს, მაგრამ ამისათვის ნივთიერი მტკიცებულებების გადმოცემა გვსურს“, -თქვა კაკაბაძემ.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს კონფლიქტის მონაწილე არასრულწლოვანს დაკითხავენ.
ხორავას ქუჩაზე 1 დეკემბერს ორი მოზარდი დაჭრეს. მათგან ერთი იმავე დღეს საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა.
მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი არასრულწლოვანი დააკავა, რომელთაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პროკურატურამ პასუხისგებაში 5 პირი მისცა, საიდანაც სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


