სამართალი
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დროს მირზა სუბელიანს არ ვიცნობდი - გიორგი გახარია
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ხორავას ქუჩაზე 2 მოზარდის მკვლელობის დროს ის პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსან მირზა სუბელიანს არ იცნობდა. - ასე უპასუხა მინისტრმა ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრის, ირაკლი აბესაძის შეკითხვას, რომელიც დაინტერესდა, იცნობდნენ თუ არა შს მინისტრი და ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მირზა სუბელიანს.
„მირზა სუბელიანს მომხდარი ფაქტის დროს არ ვიცნობდი, ახალი გამოყოფილი საქმის პირობებში მქონდა მირზა სუბელიანთან კონტაქტი, როდესაც ის იმყოფებოდა ცენტრალურ კრიმინალური პოლიციაში გარკვეულ გამოკითხვაზე“, – განაცხადა გახარაიამ.
ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, ის სუბელიანს იცნობდა, რადგან ის მისი თანამშრომელი იყო.
„რა თქმა უნდა, ვიცნობდი, იგი იყო ჩემი თანამშრომელი და აქედან გამომდინარე ვიცნობდი”, – განაცხადა შოთაძემ.
დღეს გიორგი გახარიასა და ირაკლი შოთაძის გარდა კომისიის სხდომაზე ასევე გამოკითხავენ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


