სამართალი
ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეზე პროკურატურაში ზვიად კუპრავა დაიბარეს
"სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა პროკურატურაში დაიბარეს.
საქმე ეხება ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას და ჩანაწერს, რომელიც კუპრავამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.
„მე ვაპირებ პროკურორს, ვუთხრა იმ სავარაუდო ბაბუის გვარების შესახებ, რომლებიც სავარაუდოდ, ცდილობენ მოწმეების მოსყიდვას, ცდილობენ გამოძიებაში უხეშად ჩარევას. დანარჩენი ჯერი უკვე პროკურატურაზეა. ისინი ალბათ, შემდეგ ეტაპზე დაიბარებენ იმ ადამიანებს, იმ გვარებს, ვისაც მე მათ დავუსახელებ და ვნახოთ, გამოძიება რა დასკვნამდე მივა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობდეს ისე, რომ არც ერთი ადამიანს, ვერც ერთ გარეშე პირს არ შეეძლოს მასში ჩარევა და რაიმე ზეგავლენის მოხდენა გამოძიების შედეგებზე,“ - განაცხადა ზვიად კუპრავამ.
აუდიოჩანაწერში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოსწავლეების მეგობრები ყვებიან, რომ ინციდენტში მონაწილე ზოგიერთი არასრულწლოვნის ოჯახის წევრი ფაქტების დამახინჯებით არის დაინტერესებული და სასურველი ჩვენების მისაღებად მათ სოლიდური თანხის სთავაზობს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


