სამართალი
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის დაკავებული არასრულწლოვანი შესაძლოა, პატიმრობიდან გათავისუფლდეს
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის დაკავებული დ.ღ. დღევანდელ სასამართლო პროცესზე შესაძლოა, პატიმრობიდან გაათავისუფლონ.
დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატის ფრიდონ სიხუაშვილის ინფორმაციით, 19 იანვარს დ.ღ-ს აღკვეთის ღონისძიების ექვსთვიანი ვადა იწურება, შესაბამისად, სასამართლო ვალდებული იქნება, პატიმრობა არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვალოს.
ფრიდონ სიხუაშვილი აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე შუამდგომლობის დაყენებას ვადის ამოწურვამდე გეგმავს, რადგან, მისი თქმით, პროკურატურას მტკიცებულებების გამოსაკვლევად კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება.
„პროკურატურა თავად ვერ ასწრებს მტკიცებულებების გამოკვლევას აი ამ ექვს თვეში. აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ დიდი დრო დაგვჭირდება. პროკურატურის, ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევა და შემდეგ უკვე ჩვენი მტკიცებულებების გამოკვლევა იწყება. დაცვის მხარეს მტკიცებულებების ხუთი ტომი გვაქვს წარდგენილი. ამას ფიზიკურად ერთი კვირა კი არა, კიდევ საკმაო დრო დასჭირდება, სავარაუდოდ მინიმუმ რამდენიმე თვე მაინც“, – განაცხადა ფრიდონ სიხუაშვილმა.
ადვოკატის თქმით, დღევანდელი სასამართლო პროცესი წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


