უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

10 ნოემბერი, 2018 16:10
font-size

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ჭეშმარიტება დადგენილი იქნება იმ ზომითა და ხარისხით, რომლიც ყველა მხარისთვის დამაკმაყოფილებელი იქნება - გიორგი გახარია

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დარწმუნებულია, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ჭეშმარიტება დადგენილი იქნება იმ ზომითა და ხარისხით, რომლიც დამაკმაყოფილებელი იქნება საქმეში მონაწილე ყველა მხარისთვის.

„აპელაციაში სასამართლო პროცესები გრძელდება, გამოყოფილი საქმის ფარგლებში მიმდინარეობს გამოძიება.მას შემდგომ, რაც ძირითადი საქმე წავიდა სასამართლოში, რამდენიმე ღონისძიება უკვე ჩავატარეთ დარწმუნებული ვარ, ამ ორი მიმართულებით, აპელაციისა და გამოძიების მიმართულებით გამოყოფილი საქმის ჭეშმარიტება დადგენილი იქნება სწორედ იმ ზომითა და ხარისხით, რომლიც დამაკმაყოფილებელი იქნება საქმეში მონაწილე ყველა მხარისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე განაჩენი დაცვისა და ბრალდების მხარეებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. ბრალდების მხარე არ დაეთანხმა სასამართლოს გადაწყვეტილებას როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში.

მოზარდების მკვლელობის საქმეზე ორი არასრულწლოვანი იქნა დამნაშავედ ცნობილი. გ.ბ. დამნაშავედ ცნეს ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ. დამნაშავედ ცნეს დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში.

ამავე განაჩენით, წარდგენილ ბრალდებაში გ.ბ. , გ.ჯ.-სთან ერთად უდანაშაულოდ იქნა ცნობილი დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ. -ს მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა როგორც დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში.

მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოიყო სისხლის სამართლის კიდევ ერთი საქმე. კერძოდ, შსს-მ გამოძიება დაიწყო იმ დამატებითი გარემოებების დადგენის მიზნით, რომლებიც მკვლელობის ძირითადი საქმის სასამართლოში განხილვისას გამოიკვეთა. ამ გამოძიების ფარგლებში დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს მირზა სუბელიანი, მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით – მერაბ მორჩაძე, რომელსაც გუშინ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და პირობითი სასჯელი შეუფარდა. ხოლო ცრუ ჩვენების მიცემის გამო არასრულწლოვანი დ.ღ. დააკავეს.

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი