პოლიტიკა
ხორავას ქუჩაზე დატრიალებულ ტრაგედიაზე სასამართლოს გადაწყვეტილებამ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა - გიორგი კვირიკაშვილი
ხორავას ქუჩაზე დატრიალებულ ტრაგედიაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებამ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა, მათ შორის ჩვენშიც, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
,,ბუნებრივია, მთავრობის სხდომას ვიწყებთ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე საუბრით, სერიოზული ვნებათაღელვა გამოიწვია საზოგადოებაში და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენთვის, ყველასთვის, ასევე საზოგადოებისთვის, არის ძალიან პრინციპული მნიშვნელობის.
ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედია, ჩვენთვის იქცა სერიოზულ გამოწვევად, ჩვენთვის ადამიანი არის მთავარი ღირებულება, ჩვენ დავკარგეთ ორი ახალგაზრდა, სამწუხაროდ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიღებულმა გადაწყვეტილებამ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა, მათ შორის ჩვენშიც“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, სახელმწიფომ მოახდინა მყისიერი რეაგირება.
„ძალიან მნიშვნელოვანია ჩამოითვალოს ეს რეაგირებები, პარლამენტმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ შექმნილიყო საგამოძიებო კომისია, რაც დამეთანხმებით, რომ უპრეცედენტოა“, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული მანამ, სანამ რუსთაველზე აქციები იქნებოდა.
„ვინმემ რომ არ მიიწეროს, რადგან მაშინვე გაკეთდა განცხადებები“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, შემდგომ, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, შსს-მ განაახლა გამოძიება დანაშაულის შესაძლო დაფარვის, ასევე მოწმეებზე შესაძლო ზეწოლის მიმართულებით.
„დაიკითხა უამრავი ადამიანი ამ გადაწყვეტილების შემდეგ. ვფიქრობთ კითხვებს, რომელიც საზოგადოებაში არსებობს ჩვენშიც არსებობს, უახლოეს პერიოდში გაეცემა პასუხები“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


