უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

17 მაისი, 2018 16:10
font-size

ხორავას ქუჩაში მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მზადაა, სასამართლოს სრული სიმართლე უთხრას - ადვოკატი

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატის, ინგა შარაშენიძის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მისი კლიენტი მომხდარზე სრულ სიმართლეს იტყვის და ასევე ახალ გარემოებებზე ისაუბრებს.

ადვოკატის თქმით, ამ ჩვენებით სხვა დამნაშავე გამოიკვეთება.

„დღეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მზადაა, სასამართლოს სრული სიმართლე უთხრას, თუ რა მოხდა ხორავას ქუჩაზე პირველ დეკემბერს. რა თქმა უნდა, ისაუბრებს იმ ახალ გარემოებებზე, რომელზეც გამოძიება გაგრძელდება და ძალიან ბევრი გარემოება დადგინდება, როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფზე, ასევე სხვა პირზე. ძალიან ცუდი სათქმელია, მაგრამ მის მიერ მიცემული ჩვენებით ბევრი რამ დადგინდება და გამოძიება გაგრძელდება, რომელიც პროკურატურას გამოყოფილი აქვს. გამოიკვეთება სხვა დამნაშავე. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ მიცემული ჩვენება გამოძიების დაწყების საფუძველი არ გახდება, მაგრამ გამოყოფილ გამოძიებაში გაგრძელდება თუ ვინ, ვის, როდის მიაყენა დაზიანება და რა მოხდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან“, -თქვა შარაშენიძემ.

ადვოკატმა განაცხადა, რომ აღარ აპირებს პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის დაკითხვას.

„ჩემი უფლებაა, მოვხსნა მოწმე დასაკითხ პირთა სიიდან. დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე, რატომღაც გადავწყვიტე, რომ სასამართლოზე არ უნდა მომეყვანა. სუბელიანი ჩემთვის მთავარი მოწმე არ არის, აქედან გამომდინარე, მისი დაკითხვა ჩემთვის არაფრის მომცემი იყო“, - აღნიშნა შარაშენიძემ.

ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, მომდევნო დღეს საავადმყოფოში დაიღუპა.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი