პოლიტიკა
„ხიშბა სიგუას“ სიის შედგენა უაზრო ნაბიჯი და უაზრო გადაწყვეტილებაა - სერგი კაპანაძე
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სერგი კაპანაძემ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვეტერანთა კავშირის მიერ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის საპასუხოდ შექმნილი 26-კაციანი „ხიშბა-სიგუას“ სია უაზრო ნაბიჯად შეაფასა, რომელსაც არანაირი შედეგი არ მოჰყვება.
„მას ასევე არც იურიდიული ლეგიტიმაცია არ ექნება და არც არანაირი შინაარსი არ აქვს. ჩემი აზრით, უაზრო ნაბიჯი და უაზრო გადაწყვეტილებაა, ეს მათი უფლებაა, თუმცა ამას არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური შედეგი არ მოჰყვება. რუსეთს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს და რთულად ეკიდება იმ ადამიანებს, ეს იქნებიან წინა ხელისუფლების წარმომადგენლები თუ მოქმედი პოლიტიკოსები, რომლებიც მათი აზრით შემჩნეულნი არიან რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ.
ამ სიით არაფერი შეემატება და არ მოაკლდება არც ამ ადამიანებს და არც საქართველოს. სერიოზული კომენტირება და გამოხატულება არაადეკვატურია. ეს ვიღაცის რაღაც შიდა თამაშია და სერიოზულ კომენტირებას არ საჭიროებს“, -თქვა დეპუტატმა.
ე.წ. ვეტერანთა კავშირის განცხადებით, „ხიშბა-სიგუას“ სიაში შეყვანილი არიან საქართველოს ის მოქალაქეები, „რომლებსაც ბრალი მიუძღვით ომის დანაშაულებში, გენოციდსა და ტერორისტულ აქტივობებში“.
26-კაციან სიაში შეყვანილი არიან: ბაჩო ახალაია, სოსო ახალაია, ირაკლი ბათიაშვილი, სლავა ბიგვავა, ავთანდილ ბულისკერია, რობერტ გამისონია, ზაზა გოგავა, ბეჟან გოლანძია, ირაკლი ოქრუაშვილი, ზაზა კაკულია, მეგის ქარდავა, გია ყარყარაშვილი, დავით კეზერაშვილი, თენგიზ კიტოვანი, მამუკა ყურაშვილი, იუსუპ ლაკაევი, ვანო მერაბიშვილი, დავიდ იორაშვილი, ემზარ ფონიავა, მიხეილ სააკაშვილი, ალიკა სამუშია, ბესიკ თოფურია, ომარ ხარჩილავა, მანუჩარ ჩანგელია, რომან შამათავა, დავით შენგელია.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


