უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

11 სექტემბერი, 2025 14:17
font-size

ხიდაშელისა და ზურაბიშვილის მაგალითზე ყველამ უნდა ისწავლოს, როგორ ექცევიან აგენტებს, ჩაიყვანენ და ასეთ ღალატს ჩაადენინებენ, ეს არის ყველა აგენტის ხვედრი - შალვა პაპუაშვილი

ხიდაშელისა და ზურაბიშვილის მაგალითზე ყველამ უნდა ისწავლოს, როგორ ექცევიან აგენტებს. ჩაიყვანენ და ასეთ ღალატს ჩაადენინებენ, ეს არის ყველა აგენტის ხვედრი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჰელსინკის კომისიაში გამართულ მოსმენასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მოღალატეებს საქართველოს ისტორიაში ყოველთვის სათანადო ადგილი აქვთ მიჩენილი.

„ზოგადად, რამდენიმე საკითხი იყო. ამ სხდომაზე კელი დეგნანის დანახვით მგონი, ყველაფერი ნათელი გახდა. მართლა თუ აინტერესებთ რაღაც პროცესების ახსნა, ერთადერთი, ვინც უნდა დაეკითხა ამ კომისიას, იყო ქალბატონი კელი დეგნანი. ის უნდა დაეკითხათ 2020 წლის PVT-ის გაყალბების საკითხზე. ჩვენ დღეს დადასტურებით ვიცით, რომ „ისფედმა“ გააყალბა PVT-ი. დადასტურებით ვიცით, რომ USAID-მა იცოდა, PVT იყო ყალბი რიცხვები და დიდი ალბათობით, 99%-ის გარანტიით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაშინდელმა ელჩმა, კელი დეგნანმა იცოდა, რომ იყო ყალბი რიცხვები. USAID-ი ზის საელჩოში, არის სახელმწიფო სტრუქტურა და შეუძლებელია, მას დაემალა ელჩისთვის. თუ არადა, მაშინ ისიც უნდა თქვას, დამიმალესო. შესაბამისად, 2020 წელს „ისფედის“, „ენჯეოების“ ჩართვით, USAID-ის დაფინანსებით იგეგმებოდა ხელისუფლების დამხობა ძალადობრივი გზით და ამაში მონაწილეობდა ბევრი ადამიანი. დღეს ტრამპმაც ამხილა ეს ყველაფერი. მეორე, ჩვენ რაც ვიხილეთ, ვიხილეთ ანტიტრამპისტები მათ შორის, ადამიანები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის სახით ამბობდნენ, რომ ტრამპმა რუსეთის ჩარევით გაიმარჯვა და ა.შ. იქ მჯდომი ხალხი მათ შორის. ეს ერთი ნაწილი და მადლობა ჰელსინკის კომისიას, რომ ასე ერთად ვნახეთ „დიფ სთეითის“ აგენტები.

რაც შეეხება ამ ორ ქალბატონს, რომლებიც იქ ისხდნენ და საქართველოს წინააღმდეგ აძლევდნენ ჩვენებას, მოღალატეებს საქართველოს ისტორიაში ყოველთვის სათანადო ადგილი მიეჩინებათ. ეს ორი მოღალატე საქართველოს წინააღმდეგ ჩვენებას იძლევა. ზურაბიშვილის შემთხვევაში არა, მაგრამ ხიდაშელის შემთხვევაში ხომ არის, რომ ჩვენებას იძლევა იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელმაც ის შობა და აღზარდა. ეს ორი მოღალატე თავის კუთვნილ ადგილს მიიღებს საქართველოს ისტორიაში. თქვენ წარმოიდგინეთ, ამერიკის ექს პრეზიდენტი რომ ჩამოვიდეს და საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მისცეს ჩვენება ამერიკის წინააღმდეგ. სინამდვილეში, ეს არის ყველა აგენტის ხვედრი. ხიდაშელის და ზურაბიშვილის მაგალითზე ყველამ უნდა ისწავლოს, როგორ ექცევიან აგენტებს. ჩაიყვანენ და ასეთ ღალატს ჩაადენინებენ. ეს არის ყველა აგენტის ხვედრი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ჰელსინკის კომისიაში გაიმართა მოსმენა სახელწოდებით „პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა“. ჰელსინკის კომისიის სხდომაზე მოწმის სტატუსით წარდგნენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი, ჰადსონის ინსტიტუტის ევროპისა და ევრაზიის ცენტრის უფროსი მკვლევარი ლუკ კოფი. მოსმენას დარბაზში ესწრებოდა საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი კელი დეგნანი.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი