პოლიტიკა
ხელშეუხებელი პირები არ არსებობენ - `ქართული ოცნება` ზუგდიდის ყოფილი მერის მონაწილეობით, შესაძლო კორუფციულ გარიგებაზე განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” ზუგდიდის მერისა და მისი მოადგილის მიერ თანამდებობების დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ბოლო პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ, მათ შორის არჩეულ პირთა მიმართ გაჩნდა გარკვეული კითხვები დანაშაულის შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით, რომელიც პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს.
შესაბამისად, საქმეზე დაწყებული იყო გამოძიება.
სწორედ ამ ვითარების გათვალისწინებით, დატოვეს დაკავებული თანამდებობები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა გოგიამ და მისმა მოადგილემ, გია გულორდავამ.
გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს და შედეგებიდან გამომდინარე, მიღებული იქნება შესაბამისი კანონისმიერი გადაწყვეტილებები.
„ქართულმა ოცნებამ” არაერთხელ, საქმით დაამტკიცა, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, ხელშეუხებელი პირები არ არსებობენ და ვერც იარსებებენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.
არსებული ინფორმაციით, ზუგდიდის მერმა თანამდებობა სკანდალური აუდიო-ჩანაწერის გამო დატოვა.
ჩანაწერში ბიზნესმენი მაღალჩინოსანოსნებს კონკრეტული მიწის სანაცვლოდ გადახდილი გარკვეულ თანხის უკან დაბრუნებას სთხოვს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


