პოლიტიკა
ხელსაყრელი არ არის ჩვენთან კამათი, იმიტომ, რომ მე ვერ მეტყვით, რომ ვინმე მოვკალი - ირმა ინაშვილი
ბიუროს სხდომაზე, ნდობის ჯგუფში კვოტების გადანაწილების საკითხს კამათი მოყვა.
ფრაქცია ,,საქართველოს პატრიოტების’’ წევრი, ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი კვოტების გადანაწილებით უკმაყოფილიოა.
მისი თქმით, ,,პატრიოტთა ალიანსის’’ წევრებს საშუალება არ ეძლევათ, ადგილები დაიკავონ ნდობის ჯგუფსა და საპროკურორო საბჭოში.
,,თქვენ გვეუბნებით უმრავლესობა, რომ ნდობის ჯგუფში იქნება 4 წევრი თურმე და აღარ იქნება 5 წევრი თურმე. კანონით გვეკუთვნის გვყავდეს წევრი ნდობის ჯგუფში.
თქვენ გჭირდებათ ნაციონალური მოძრაობისნაირი ოპოზიცია. ხელსაყრელი არ არის ჩვენთან კამათი და ჩვენთან დისკუსია იმიტომ, რომ მე ვერ მეტყვით, რომ ვინმე მოვკალი. სრულიად ახალი ტიპის მუტანტი გაჩნდა, ახალი ტიპის კოჰაბიტაცია და ისევ ისე ხართ შეხმატკბილებული ერთმანეთთან, როგორც ადრე იყავით’’, - მიმართა ირმა ინაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას.
თავის მხრივ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, კვოტები გადანაწილდა იმ პროპორციის შესაბამისად, რომლითაც არიან პოლიტიკური ძალები წარმოდგენილნი საქართველოს პარლამენტში.
,,უფრო მეტიც, მცირე ფრაქციებს მიენიჭათ უპირატესობა. ნდობის ჯგუფთან დაკავშირებით აქ იყო ერთგვარი უხერხულობა. თავის დროზე, ოდნავ გაჭიანურდა ნდობის ჯგუფის შექმნა. მას შემდეგ ჩამოყალიბდა ნაციონალური მოძრაობის ფრაქცია და დღეს 7-მა კაცმა უნდა წარადგინოს ნდობის ჯგუფში წევრი. გამომდინარე იქიდან, რომ 7 კაცი არ გროვდება უმრავლესობის და უმცირესობის გარეთ, ამიტომ ვერ ხერხდება მეხუთე წევრის წარდგენა ნდობის ჯგუფში’’, - განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტების საპასუხოდ ირმა ინაშვილმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები გაიხსენა და მმართველი გუნდი არჩევნების გაყალბებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაუილა.
,,პროცენტებზე თუ მიდგება საუბარი, ნუ დამათვლევინებთ ახლა ეს არჩევნები როგორ ჩაატარეთ, რა სამარცხვინოდ ჩაატარეთ და ნუ დამათვლევინებთ იმას, როგორ მიიღო ის თითქოსდა ნახევარი მილიონი ხმა ნაციონალურმა მოძრაობამ’’, - განაცხადა ინაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


