პოლიტიკა
ხელისუფლების მეორე ტურის ეშინია, ის არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება - ალეკო ელისაშვილი
თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა „ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბების დაგეგმვაში დაადანაშაულა.
ბრალდება იმ ფაქტმა განაპირობა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი თქვა ელისაშვილის მოთხოვნაზე, სპეციალური ტექნიკური პროგრამის საშუალებით მომხდარიყო გაყალბების პრევენცია.
„ჩვენ მივმართეთ ცესკოს რამდენიმე წერილით, ასევე პირადი შეხვედრაც იყო ცესკოს თავმჯდომარესთან. ჩვენ მათ ვთხოვდით უმარტივეს რამეს, რომ ჩვენს დამკვირვებლებს თითოეულ უბანზე მისცემოდათ საშუალება, მარტივი ტექნიკური პროგრამით თითოეულ უბანზე მისული ამომრჩეველი გადაემოწმებინათ. ელექტრონულ სიაში, ტელეფონში, კომპიუტერში, რათა თავიდან აგვეცილებინა გაყალბების სქემა, ყბადაღებული კარუსელები, ანუ შეგვემოწმებინა, ერთი და იგივე ადამიანი ხომ არ აძლევს რამდენჯერმე ხმას უბანზე, ან არარეგისტრირებული ადამიანები ხომ არ შემოდიან. ანუ კარუსელი გამოგვერიცხა და ეს არის აბსოლუტურად კანონიერი მოთხოვნა, და ჩვენ ველოდით, რომ ცესკო დასტურს მოგვცემდა, მაგრამ ცესკომ ოფიიალურად ამ ყველაფერზე გვითხრა უარი.
ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება ემზადება არჩევნების გაყალბებისთვის, „ქართულ ოცნებას“ ეშინია მეორე ტურის, ეშინია, რომ პირველივე ტურში ის ვერ მოახერხებს სათანადო ხმების მიღებას. ყველა კვლევა აჩვენებს, რომ საარჩევნო კამპანიის შედეგად „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოახერხა იმდენი ადამიანის დარწმუნება, რომ პირველივე ტურში გაემარჯვა. პარალელურად მათ მეორე ტურის პერსპექტივის ეშინიათ და ხედავენ, რომ ისინი დიდი ალბათობით მეორე ტურში დამარცხდებიან“, -თქვა ელისაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.
გაყალბების პრევენციისთვის ელისაშვილმა მოუწოდა მოქალაქეებს, შეუერთდნენ მის დამკვირვებელთა გუნდს. მან აღნიშნა, რომ ყველა მსურველი გადამზადდება.
კანდიდატმა აღნიშნა, რომ აუცილებელია, რაც შეიძლება ბევრი ამომრჩეველი გამოცხადდეს 21 ოქტომბერს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


