უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 ოქტომბერი, 2018 15:40
font-size

ხელისუფლებას გააჩნია იმის სურვილი, რომ საწარმო არ დაიხუროს , იმუშავოს და მაქსიმალურად დაეხმაროს ბიზნესმენს - ბიძინა ივანიშვილი „ომეგა ჯგუფზე“

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ხელისუფლების სურვილია, რომ „ომეგა ჯგუფის“ საწარმო არ დაიხუროს. ასე უპასუხა მან, ვახო ხუზმიაშვილის შეკითხვას, რა გააკეთა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ შენარჩუნებულიყო დამოუკიდებელი მედიასაშუალება და რატომ არ მისცა საქართველოს ხელისუფლებამ „ომეგა ჯგუფს“ იმის საშუალება, რომ მომხდარიყო არსებული ვალის რესტრუქტურიზაცია.

„ მან [ზაზა ოქუაშვილმა] ხელისუფლებას რესტრუქტურიზაციის საშუალება არ მისცა. როცა ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ვალების რესტრუქტურიზაცია, უნდა ჩანდეს ტენდენცია, ელემენტარული მაინც, რომ ის ცდილობს, შეამციროს დავალიანება, რომ მერე რესტრუქტურიზაცია გაკეთდეს. თუმცა ყველანაირი პრეცედენტია.

აბსოლუტურად სწორად მიმანიშნეთ იმაზე, რომ ხელისუფლების სურვილიც ეს უნდა იყოს, მას უნდა ჰქონდეს ამისი სურვილი, და გააჩნია, გარწმუნებთ, რომ საწარმო არ დაიხუროს , იმუშავოს და მაქსიმალურად დაეხმაროს ბიზნესმენს.

უამრავი მაგალითია იმის, რომ ჩამოაწერეს ძველი ვალები, რესტრუქტურიზაცია გაუკეთეს. ათასობით კომპანიაა, ციფრებიც კი მაქვს წამოღებული.

მე ამაზე ქვემოთ არ წავსულვარ, გარდა ფინანსთა მინისტრისა და თვითონ ოქუაშვილის განცხადებებისა, მე უფრო ღრმად არ შემისწავლია ეს საკითხი, მაგრამ დამოკიდებულებაში გეთანხმებით და გარწმუნებთ, რომ ესაა სახელმწიფოს სურვილი, რომ საწარმო არ გაჩერდეს, იქ ათას კაცზე მეტია დასაქმებული, 1300 თუ 1500 კაცი. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი დიდი სურვილია, მაგრამ შანტაჟით არა, უნდა აჩვენოს მან, რომ ბიუჯეტს პატივს სცემს, რომ ის გადამხდელია და გადაიხდის. ესაა, მეტი არაფერი არ არის“, - უპასუხა ივანიშვილმა ხუზმიაშვილს.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი