უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

29 იანვარი, 2019 14:15
font-size

ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს პოლიტიკური ნება და ფარული ჩანაწერებით შანტაჟის პრაქტიკა აღკვეთოს - კამპანია `ეს შენ გეხება`

კამპანია "ეს შენ გეხება" ეკა ბესელიას თემას ეხმაურება და ხელისუფლებას მოუწოდებს აღკვეთოს ფარული ჩანაწერებით შანტაჟის პრაქტიკა.
განცხადებას მედიანიუსიუცვლელად გტავაზობთ:

“საქართველოს პარლამენტის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, სოციალურ ქსელში გავრცელდა მისი პირადი და ოჯახური საიდუმლოს ამსახველი უკანონო ჩანაწერი. ეკა ბესელია უკანონო ჩანაწერის გავრცელებას მის წინააღმდეგ დაფინანსებულ ცილისმწამებლურ კამპანიას უკავშირებს და მორალურ ტერორად აფასებს, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა იმ მიზნით, რომ არ მომხდარიყო იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს წევრების კანდიდატურების განხილვა.

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟის შესახებ ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოებას მრავალჯერ სმენია. ზეწოლის თითქმის ყველა შემთხვევას ადგილი ქონდა პოლიტიკოსებისა თუ საზოგადოებრივად აქტიური პირების მიმართ, განსაკუთრებით თუ ისინი ხელისუფლების მიმართ მწვავე განცხადებებით გამოირჩეოდნენ. ცხადია, ასეთი ქმედებები მიზნად ისახავდა არა მხოლოდ კონკრეტული ადრესატების, არამედ საზოგადოების კრიტიკულად განწყობილი წევრების დაშინებას. ბრძოლის ეს მეთოდები ყველაზე ხშირად აქტიური ქალების მიმართ გამოიყენება და გზავნილია ყველა ასეთი ქალის მიმართ.
აღმაშფოთებელია, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება, საეჭვოდ ემთხვევა ეკა ბესელიას მიერ ბოლო დროს გამოთმულ კრიტიკულ მოსაზრებებს, სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. აღმაშფოთებელია, თუ ფარული ჩანაწერების გავრცელების და შანტაჟის გზით კონკრეტული ადამიანები სასამართლოს რეფორმის შეჩერებას და სასამართლოში გაბატონებული მოსამართლეთა კლანის პროტექციას ცდილობენ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია, როგორ უკანონო ჩანაწერის დამზადება, ასევე მისი გავრცელება. საზოგადოების აღშფოთების მიუხედავად, ფარული ჩანაწერების გავრცელების არც ერთი გახმაურებული შემთხვევა არ გამოძიებულა და დამნაშავე პირები არ დასჯილან. დაუსჯელობის სინდრომი ხელს უწყობს დანაშაულის გამეორებას და წახალისებას, რაც წარმოადგენს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას და ასევე, ხელს უშლის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კამპანია „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ" 2014 წლიდან ცდილობს ფარული მიყურადების მომწესრიგებელი კანონმდებლობისა და პრაქტიკის შეცვლას და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციური გარანტიის დაცვას. სამწუხაროდ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოსულ მმართველ კოალიციას ამ მიმართულებით არანაირი სისტემური ცვლილება არ განუხორციელებია. დაპირების მიუხედავად, საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს კვლავ აქვს შეუზღუდავი წვდომა კავშირგაბმულობის ოპერატორთა მონაცემებთან და მოქალაქეთა შორის ყველა სახის კომუნიკაციასთან.

ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე დამნაშავე პირების დაუსჯელობა და უცვლელი საკანონმდებლო ბაზა, გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ გააჩნია არანაირი სურვილი, ქვეყანაში მოქალაქის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დაცული იყოს.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დროულად და ეფექტურად გამოიძიოს აღნიშნული ფაქტი, გამოიჩინოს პოლიტიკური ნება ფარული ჩანაწერებით შანტაჟის საბოლოოდ აღსაკვეთად და დროულად განახორციელოს ცვლილებები ფარული-მიყურადების მომწესრიგებელი კანონმდებლობის შესაცვლელად.” - ნათქვამია განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი