პოლიტიკა
ხელისუფლება უარს ამბობს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე - ირმა ინაშვილი
საპარლამენტო ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი“ საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს, მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მიზნით, წინა მოწვევის პარლამენტში ინიცირებული და განხილული კანონპროექტი, პლენარულ სხდომაზე, კენჭისყრაზე დააყენოს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ვიცე-სპიკერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა, ხელისუფლება უარს ამბობს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე.
„ყველა კვალიფიციურ პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის, იმ პარტიებს, რომლებიც დღეს პარლამენტში არ არიან წარმოდგენილი, მაგრამ ეწევიან ქვეყანაში პოლიტიკურ საქმიანობას, მიგვაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა.
საქართველოს პარლამენტში ჯერ კიდევ, შარშან, 200 000-ზე მეტი ხელმოწერით შემოვიდა კანონპროექტი, რომელიც სწორედ, მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ისახავს მიზნად. ეს კანონპროექტი განხილული იყო როგორც საკომიტეტო, ასევე პლენარულ სხდომაზეც, რომელიც კენჭისყრამდეა მისული. მეცხრე მოწვევის პარლამენტმა დღის წესრიგში უნდა ჩასვას აღნიშნული საკითხი, რომელსაც ჩვენ კენჭი უნდა ვუყაროთ“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


