პოლიტიკა
ხელისუფლება ცდილობს, ეს არჩევნები გააყალბოს ამომრჩევლის ტოტალური მოსყიდვით - მირდატ ქამადაძე
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, მირდატ ქამადაძის ინფორმაციით, ხელვაჩაურის მე-18 და მე-19 უბანთან დაფიქსირდა შემთხვევა, როცა „ქართული ოცნების“ კოორდინატორებს აღმოჩნდა სიები, სადაც მითითებულია გაცემული და მიღებული თანხები.
მისივე მტკიცებით, ე.წ. „ქართული ოცნების“ კოორდინატორები დგანან ბატუმის ყველა უბანთან. მან ეს ფაქტი ამომრჩევლების მოსყიდვად შეაფასა.
„საარჩევნო პროცესები მიმდინარეობს დარღვევით, ხელისუფლება ცდილობს, ეს არჩევნები გააყალბოს ტოტალური მოსყიდვით ამომრჩევლის. ამის ერთ-ერთი ფაქტი გვაქვს ჩვენ, მტკიცებულებები, რომლებსაც წარმოგიდგენთ. ესაა ხელვაჩაურის მე-18 და მე-19 უბანთან დაფიქსირებული შემთხვევა, როდესაც ხელთ ჩაგვივარდა „ქართული ოცნების“ კოორდინატორების ე.წ. სიები, სადაც დაფიქსირებულია თანხების გაცემა, მიღება, რამდენია თანხაა გასაცემი და ა.შ..
ეს არის ამომრჩევლის მოყიდვა და ჩვენ მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს ამასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ იმოქმედონ. ასვე, ბათუმის ყველა უბანთან დგას ე.წ. "ქართული ოცნების" კოორდინატორები, მანქანებით, სამარშუტო ტაქსებით, სადაც ასევე იგივე ფაქტები ხდება და ამომრჩევლების მოსყიდვა მიმდინარეობს. ჩვენ ამ ფაქტებთან დაკავშირებით ჩვენი შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი კირთაძე დაუკავშირდა აჭარის კრიმინალური დეპარტამენტის პოლიციის ხელმძღვანელს ტელეფონით და აუწყა ამის შესახებ, 112-შიც დაფიქსირდა ეს ფაქტი“, - განაცხადა ქამადაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


