პოლიტიკა
ხელისუფლება მონარქიის თემით საკონსტიტუციო ცვლილებებისგან ყურადღების გადატანას ცდილობს - გირჩი
პოლიტიკური პარტია „გირჩი“ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის წინადადებას, რომლის მიხედვით, საქართველოში საკონსტიტუციო მონარქია უნდა დამყარდეს.
„გირჩის“ თქმით, მონარქიაზე საუბარი არააა მიზანშეწონილი, რადგან ეს წყობა იყო „ბნელი და უსამართლო“ პერიოდი კაცობრიობის ისტორიაში.
პარტიამ ყურადღება გაამახვილა მთავრობის სწრაფ რეაქციაზე პატრიარქის ინიციატივაზე. გირჩის აზრით, მონარქიის თემით ხელისუფლება ცდილობს, საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი გადაფაროს.
„მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრისგან მონარქიის აღდგენის შესახებ ხშირად გვესმის. მოსაზრების ქონისა და თავისუფალი გამოხატვის უფლება აქვს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს და ყურადღების მიპყრობა ერთ-ერთი კონფესიის წარმომადგენლის განცხადებაზე იქნებოდა უადგილო, რომ არა ხელისუფლების წარმომადგენლების რეაქცია.
ჩვენ არ შევდივართ მონარქიის მიზანშეწონილობის განხილვაშიც კი. მიგვაჩნია, რომ მონარქია არის კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ბნელი და უსამართლო პერიოდი. პერიოდი, რომლის დროსაც ქვეყნის ყველაზე ძლიერი ოჯახი, რელიგიურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობითა და ხელშეწყობით, ხალხს უსაფუძვლოდ პრივილეგირებული კასტების არსებობის სამართლიანობაში არწმუნებდა.
ჩვენ შვილებს ვასწავლით, რომ საკუთარი ცხოვრების მეფეები თავად არიან. მომავალში ყველაფერი მათ შრომაზე, ნიჭსა და მონდომებაზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ ვერ და არ ავუხსნით ჩვენს შვილებს, რომ თურმე ადამიანები შეიძლება მეფეებად და ქვეშევრდომებად იყოფოდნენ და აქამდე ჩვენ ეს არ ვიცოდით.
პარლამენტის თავმჯდომარემ ჯერ ახალ კონსტიტუციაზე მომუშავე საკონსტიტუციო კომისიას უხელმძღვანელა წარმატებით, შემდეგ კონსტიტუციაში ჩასაწერი პოპულისტური და მავნე ინიციატივების გრძელი სიით ხელში, ოპოზიციასთან ერთად, ქვეყანა სახალხო განხილვების მოსაწყობად შემოიარა, პროექტი „გასაპრავებლად“ ვენეციის კომისიას გაუგზავნა და ისე, რომ ჯანი ბუკიკიოს დასკვნას გაციება არ აცადა, გამოაცხადა: მონარქიის აღდგენის შესახებ განცხადება ჭეშმარიტებააო. რაც ნიშნავს იმას, რომ დასაწერია ახალი კონსტიტუცია.
გვაქვს ეჭვი, რომ ხელისუფლებისთვის შეუძლებელია კონსტიტუციაში შესატანი მავნე და პოპულისტური ცვლილებების საჯაროდ არგუმენტირება, რაც მისთვის პროცესის პოლიტიკურ ფასს ყოველდღიურად ზრდის. ამ ფონზე ქვეყანაში მონარქიის დამყარების შესაძლებლობაზე ყურადღების გადატანას შეუძლია ხალხში იუმორის ნიაღვარი გამოიწვიოს და მათ კონსტიტუციის პროექტით დაგეგმილი საარჩევნო სისტემის ხელისუფლებაზე მორგება, მიწის ექსპროპრიაცია, გადასახადების შეუჩერებელი ზრდის თუ ადამიანის უფლებების შელახვის ახალი შესაძლებლობები დაავიწყოს“, - დაწერა „გირჩმა“ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


