სამართალი
ხელისუფლება გადადის ანგარიშსწორებაზე - სულხან სალაძე
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, სულხან სალაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ანგარიშსწორების მცდელობაში ადანაშაულებს.
სალაძის განცხადებით, ხელისუფლება მესამე სექტორისთვის იმ პრობლემის შექმნას ცდილობს, რა პრობლემის წინაშეც დგას სამოქალაქო საზოგადოება აზერბაიჯანსა და შუა აზიის ქვეყნებში.
როგორც საია-ს თავმჯდომარე აცხადებს, საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისგან სწორედ ძლიერი სამოქალაქო სექტორი გამოარჩევს, თუმცა ხელისუფლების მხრიდან ამ ფაქტის დადებით კონტექსტში აღქმა არ ხდება და ისინი მესამე სექტორზე ზეწოლას ცდილობენ.
რაც შეეხება კობახიძის ბრალდებას, რომლის მიხედვითაც "რუსთავი2"-ის გენერალურმა დირექტორმა ფაშისტური განცხადება გაავრცელა, ხოლო სამოქალაქო სექტორი ფაშიზმის თანამონაწილეა, რადგან ნიკა გვარამიას განცხადებაზე რეაგირება არ მოუხდენია - სალაძე ამბობს, რომ თუ ხელისუფლება თვლის, რომ ნიკა გვარამიას განცხადებები ფაშისტურია შეუძლია მიმართოს შესაბამის უწყებებს, რომლებიც მსგავს საქმეებს იძიებენ.
„თუ ეს განცხადება ამ მასშტაბის და ასეთი მნიშვნელობის იყო, ამ ქვეყანაში არსებობენ სახელმწიფო სტრუქტურები, რომელთაც ევალებათ მათ შორის ფაშიზმთან და სხვა საერთაშორისო დანაშაულებების შესწავლა და გამოძიება. ასეთ შემთხვევაში ვექტორს ჩვენსკენ ნუ მომართავენ, მიმართონ იმ უწყებებისკენ, ვისაც ხელეწიფება გამოძიება.
მე მგონია, რომ ეს შეფასება ბატონი კობახიძის მხრიდან უფრო ემსახურება იმ ორგანიზაციების დისკრედიტაციას, რომლებიც მრავალი წელია ვაკვირდებით არჩევნებს.
თუკი საქართველოს რამე გამოარჩევს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და რეგიონში სხვა ქვეყნებისგან არის ძლიერი სამოქალაქო სექტორი. არაფერი განსხვავებული არ ხდება აზერბაიჯანში და შუა აზიაში იგივე პრობლემებს ვუსმენთ, რასაც დღეს გველაპარაკებიან, რომ თურმე ასეთი შემოწმებები უნდა დაიწყონ.
არავის დასამალი არაფერი აქვს, ჩვენ ყოველწლიურად ვაქვეყნებთ ჩვენს წლიურ ანგარიშებს, ვისგან საიდან რამდენი თეთრი გვაქვს მიღებული. უბრალოდ, მგონია, რომ ხელისუფლება გადადის ანგარიშსწორებაზე,“-აცხადებს სულხან სალაძე.
ირაკლი კობახიძემ ნიკა გვარამიას კრიტიკას ბრიფინგი მოუძღვნა. მან "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორი ფაშისტური განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ რადგან მესამე სექტორი გვარამიას განცხადებებზე არ რეაგირებს ეს ნიშნავს, რომ არასამთავრობო სექტორი ფაშიზმის თანამონაწილეა.
ნიკა გვარამიამ გასულ კვირას სალომე ზურაბიშვილს მოღალატე უწოდა, საზოგადოებას კი მოუწოდა არ დააფინანსონ ხელისუფლების მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო კამპანია.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


