პოლიტიკა
ხელისუფლება დარწმუნდა, რომ ეს არის საზოგადოებისათვის საშიში - დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტზე
პატრიარქის მდივნის, მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, მთავრობა მიხვდა, რომ კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის დამტკიცება საზოგადოებისთვის საშიშია.
როგორც ბოტკოველმა აღნიშნა, ხელისუფლება უკან გაიწვევს კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტს, არგუმენტად კი დაასახელეს, რომ მათ დაინახეს საზოგადოების რეაქცია.
„ის, რომ ხელისუფლებამ იცოდა ჩვენი პოზიცია, ამაზე კომენტარს აღარ გავაკეთებ. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ჩვენთან კიდევ ერთხელ გაევლო კონსულტაციები და მის უწმინდესობასთან ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები შეხვედრაზე მობრძანდნენ. ხელისუფლება დარწმუნდა, რომ ეს არის საზოგადოებისათვის საშიში და ის ძალისხმევა, რომელსაც ეკლესია აქამდე ახორციელებდა და არა მარტო მართლმადიდებელი ეკლესია, არამედ საქართველოში არსებული რელიგიური კონფესიები, რომლებიც კანაფის კულტივაციას მხარს არ უჭერდნენ. პატრიარქთან მათ განაცხადეს, რომ უკან გაიწვევენ კანონპროექტს. არგუმენტად დაასახელეს, რომ მათ დაინახეს საზოგადოების რეაქცია და ეკლესიის პოზიცია, რომ ისინი ანგარიშს გაუწევენ ამ ყველაფერს“, - განაცხადა დეკანოზმა საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ.
ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტს პარლამენტიდან გაიწვევს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


