პოლიტიკა
ხელისუფლება არის გარანტი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური თავისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება - თამარ ჩუგოშვილი
„ხელისუფლება არის გარანტი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, ისევე, როგორც საქართველოში 2012 წლიდან ჩატარებული ყველა არჩევნები, თავისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საერთაშორისო მდივანმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ზუსტად რვა საათზე დაიწყო ხმის მიცემის პროცესი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის, გაიხსნა საარჩევნო უბნები.
„ამ ეტაპისთვის რამე არსებითი ხასიათის ხარვეზები არ არის დაფიქსირებული“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
ამასთან, მმართველმა გუნდმა მიმართა მოქალაქეებს, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ.
„მივმართავთ ჩვენს მოქალაქეებს, მნიშვნელოვანია, გამოვიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, მონაწილეობა მივიღოთ არჩევნებში და დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. მოვუწოდებთ საარჩევნო ადმინისტრაციას, მიიღოს ყველა ზომა საარჩევნო პროცედურების დასაცავად. მოვუწოდებთ შსს-ს შესაძლო პროვოკაციებისა და ინციდენტების თავიდან ასაცილებლად.
მოვუწოდებთ ასევე ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ არჩევნებს, არ დაუშვან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა და პროვოკაციები, ყველა ასეთ დარღვევაზე იქნება რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან“, -აღნიშნა ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, ჩანს მცდელობები გარკვეულ ადგილებზე, რომ პროვოკაციები იყოს ინიცირებული, ამიტომ მნიშვნელოვანია, კონკრეტული პოლიტიკური პარტია საარჩევნო პროცესს მოეკიდოს პასუხისმგებლობით.
ამასთან, მმართველმა გუნდმა მიმართა დამკვირვებლებს, სათანადოდ ასახონ დარღვევები, რასაც ადგილი ექნება.
„ასევე, გვინდა მოვუწოდოთ ჩვენს მხარდამჭერებს, ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიმოქმედოთ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ ავყვეთ პროვოკაციებს, რომლის მცდელობებიც, როგორც ჩანს, დღის განმავლობაში იქნება.
დარწმუნებული ვართ, კიდევ ერთხელ მაღალი სტანდარტით უზრუნველვყოფთ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას, რაც არა რომელიმე პარტიის, არამედ მთელი ქვეყნის კიდევ ერთი დიდი მონაპოვარი იქნება“, – განაცხადა ჩუგოშვილმა ბრიფინგზე.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


