პოლიტიკა
ხელისუფლება არჩევნების ტოტალური გაყალბებისთვის ემზადება - ლევან ბეჟაშვილი
გაერთიანებული ოპოზიციის განცხადებით, ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების ტოტალური გაყალბებისთვის ემზადება.
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა ნაციონალური მოძრაობიდან, ლევან ბეჟაშვილმა ფარული აუდიო და ვიდეომასალა წარმოადგინა, სადაც მისი თქმით, ნათლად ჩანს, რომ კომისიების ნეიტრალური კვოტა სწორედ მმართველი პარტიისადმი ლოიალური კადრებით ივსება.
როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, ეს მასალა ასახავს იმ ფაქტებს, თუ როგორ ინიშნებიან ,,ქართული ოცნების“ აქტივისტები საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში.
სატელეფონო ჩანაწერში რამდენიმე ეპიზოდია. ერთ-ერთ ნაწილში კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, დავით ფეტვიაშვილს, ,,ქართული ოცნების“ კომისიის კოორდინატორის, ნინო მაისურაძის სახელით ურეკავენ და სიების შესახებ ეკითხებიან.
ფეტვიაშვილი პირს, რომელიც მაისურაძის წარმომადგენლის სახელით გაეცნო, ეუბნება, რომ სიები ჯერ არ მიუღია, თუმცა ამბობს, რომ საკუთარ სტუდენტებს საარჩევნო კომისიაში შეყვანას უპირებს.
ამასთამ, როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, აუდიოჩანაწერით ირკვევა, რომ საარჩევნო კომისიები უკვე დაკომპლექტებულია. კომისიის მომავალ წევრებსა და მოადგილეებს შორის, ხშირ შემთხვევაში, ახლო ნათესაური კავშირებიც არის.
,,გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბმა ბოლო პერიოდში არაერთი მტკიცებულება წარმოვადგინეთ, თუ როგორ გადააქცია ცესკოს თავმჯდომარემ ქალბატონმა ჟვანიამ საარჩევნო ადმინისტრაცია ,,ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბად.
უპრეცედენტოდ დაბალი რეიტინგის ფონზე საარჩევნო ადმინისტრაცია პირდაპირ უხეშად თანამშრომლობს ,,ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან და პირდაპირ მათი დირექტივებით მოქმედებს.
ჩანაწერებში საუბარი არის, რომ კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმდჯომარე პირდაპირ კონტაქტზეა ,,ქართული ოცნების'' საარჩევნო შტაბის კრწანისის საუბნო კომისიების საოლქო კომისიის კურატორთან, ქალბატონ ნინო მაისურაძესთან. ასევე, საუბარი არის ჩანაწერებში, რომ მათ აქტიური თანამშრომლობა აქვთ ალეკო ცხოვრებაძესთან, რომელიც არის თბილისის ,,ქართული ოცნების'' შტაბის კომისიების კოორდინატორი.
კიდევ ერთხელ უნდა მოვუწოდოთ ცესკოს თავმჯდომარეს, ქალბატონ თამარ ჟვანიას, თუკი რაიმე რეპუტაციული ინტერესი გააჩნია, პირდაპირ უნდა გადადგეს თანამდებობიდან'', - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


