უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

2 აპრილი, 2018 17:20
font-size

ხელისუფლება არ აპირებს რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლას - ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა

ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა საქართველოში არსებულ ნარკოპოლიტიკასა და ნარკოპოლიტიკის რეფორმის კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

,,ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაცია საქართველოში გარდაუვალია. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ უარი თქვა ეს ახლა გაეკეთებინა, თუმცა უდავოა, რომ ადამიანების წინააღმდეგ მიმართული სახელმწიფო პოლიტიკა თავის სახეს დიდ ხანს ვერ შეინარჩუნებს. პლატფორმა მზად იყო და კვლავაც ღია რჩება ითანამშრომლოს პოლიტიკის ცვლილებისთვის, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით იმ პროცესის მონაწილე და მხარდამჭერი, რომელიც არსებული პოლიტიკის ფუნდამენტურ ცვლილებას არ მოიაზრებს და კოსმეტიკური ცვლილებებით გეგმავს შეასუსტოს საზოგადოებაში არსებული უკმაყოფილება.

ნარკოპოლიტიკის რეფორმის კანონპროექტი შემუშავებულია წამყვანი ქართველი ექსპერტების, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სფეროში მომუშავე მრავალი ორგანიზაციის, უფლებათადამცველების, ნარკოტიკების მომხმარებლებისათვის სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციების, სათემო ჯგუფების და მრავალი სხვა დაინტერესებული ადამიანის მონაწილეობით. პროექტი ეფუძნება დღეისათვის დაგროვილ სამეცნიერო მტკიცებულებებსა და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას. კანონპროექტი შეაფასეს და მხარი დაუჭირეს ისეთმა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, როგორებიცაა გაეროს აივ/შიდსის გაერთიანებული პროგრამა (UNAIDS), ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისია (Global Commission on Drug Policy), ნარკოპოლიტიკის საერთაშორისო კონსორციუმი (IDPC). პაკეტი ითვალისწინებს არსებული უსამართლო, ირაციონალური, ადამიანების დევნაზე, დამცირებასა და ჩაგვრაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკის კომპლექსურ რეფორმას. ცვლილებების მთავარი მიზანი არის ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების მასშტაბის შემცირება და მოხმარებასთან დაკავშირებული უარყოფითი შედეგების მინიმიზაცია საქართველოში. პროექტი გულისხმობს ქვეყანაში ეფექტური პირველადი პრევენციის პროგრამების დანერგვას საგანმანათლებლო სისტემაში და წამალდამოკიდებულების მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროგრამების განვითარებას. რამდენიმე კანონში შესატანი ცვლილებები შესაძლებლობას მისცემს ძალოვან სტრუქტურებს ის ადამიანები, რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკებს და არ არიან ჩართულნი მათ უკანონო გავრცელებაში, ნაცვლად ციხისა გადაამისამართონ იმ დაწესებულებებში, სადაც ადამიანებს დაეხმარებიან მათ წინაშე არსებული პრობლემების დაძლევაში.

ნარკოპოლიტიკის თემაზე ხელისუფლების რიტორიკა მკვეთრად განსხვავდება მათი ქმედებებისგან. ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირთა გამოსვლებში მრავალგზის იქნა გაჟღერებული ნარკოპოლიტიკის რეფორმირების აუცილებლობა. მიუხედავად ამისა, პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა არ ხდება. ამის მთავარ მიზეზად სახელდება კანონპროექტის ოპონენტთა მხრიდან გამოთქმული მოსაზრებები ცვლილებებთან დაკავშირებული პოტენციური რისკების თაობაზე და მმართველ გუნდში ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბების აუცილებლობა. ხაზგასმით ავღნიშნავთ, რომ კანონპროექტის საწინააღმდეგო არცერთი “არგუმენტი” არ არის დასაბუთებული და სანდო მონაცემებით გამყარებული. ყველა ეს მოსაზრება, ეფუძნება მხოლოდ კონკრეტული ადამიანების პირად, ვიწრო და მიკერძოებულ შეხედულებას, არაჯანსაღ სტერეოტიპებს და ცვლილებების იდეოლოგიურ მიუღებლობას. ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ნარკოპოლიტიკის ნებისმიერი ცვლილების მიუღებლობა ტრადიციულად განპირობებულია სპეციფიური ინსტიტუციური ინტერესით შეინარჩუნონ არსებული რეჟიმი. მოქმედი კანონები აძლევს მათ შესაძლებლობას განახორციელონ ზეწოლა მოსახლეობის მაქსიმალურად ფართე ჯგუფებზე, დაშინების გზით დაიყოლიონ ადამიანები თანამშრომლობაზე და დამატებით, აიძულონ მომხმარებელთა ოჯახები გადაიხადონ საპროცესო შეთანხმების სახით უზარმაზარი თანხები.

გარდა ამისა, ნარკოტიკული მუხლები ტრადიციულად რჩება პოლიციისთვის დანაშაულის გახსნის სტატისტიკის გაუმჯობესების ყველაზე მოსახერხებელ გზად. სამწუხარო რეალობად იქცა სამართალდამცავთა მხრიდან სურვილის და უნარის ნაკლებობა დათმონ კრიმინალთან ბრძოლის საბჭოური მიდგომები და აითვისონ და დანერგონ დანაშაულის გახსნის თანამედროვე ცივილური მეთოდები. სინანულით ავღნიშნავთ, რომ რეფორმის არსის დისკრედიტაციის მიზნით, მოწინააღმდეგეები ხშირად ახდენენ მონაცემების დამახინჯებულ ინტერპრეტაციას ან მიზანმიმართულად ავრცელებენ დეზინფორმაციას, რითაც შეყავთ შეცდომაში საზოგადოება.

ხელისუფლების მიერ რამდენიმე დღის წინ შემოთავაზებული ალტერნატიული კანონპროექტი არის არაადეკვატური პასუხი შექმნილ ვითარებაზე. გაკვირვებას იწვევს ორი წლის წინ შემუშავებული და ექსპერტების მიერ გაკრიტიკებული “ოდენობების კანონპროექტის” რეანიმაცია. შემოთავაზებულია რვა ნივთიერების არაადეკვატურად დაბალი ოდენობები. ავტორები ვერ ასაბუთებენ თუ რა პრინციპით მოხდა ამ ოდენობების დადგენა. ცალსახაა, რომ შემოთავაზებული ცვლილებები ვერ მოახდენენ ზეგავლენას არსებულ სიტუაციაზე. ამ ოდენობების დამტკიცების პირობებში, ისევე როგორც დღეს მოქმედი კანონმდებლობის პირობებში, იმ ადამიანთა დიდი უმრავლესობა, ვინც შეიძლება მოიხმარდეს და/ან ფლობდეს პირადი მოხმარების მიზნით კონტროლირებად ნივთიერებებს, და არ არის ჩართული მათ უკანონო გავრცელებაში, კვლავ მრავალი წლით იქნება გამოკეტილი საპატიმროში. გარდა შინაარსობრივი ირაციონალიზმისა, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული კანონპროექტის პარლამენტში შეტანით, ხელისუფლება უგულებელყოფს ნარკოპოლიტიკის კომპლექსური რეფორმის პრინციპს და კონსენსუსზე დაფუძნებული პროცესის მნიშვნელობას. წარმოუდგენელია ვინმეს ჰქონდეს პოლიტიკის ქმედითი ცვლილებების გატარების განზრახვა და ამას აკეთებდეს ფრაგმენტული, დანაწევრებული და დროში გაუმართლებლად გაწელილი ჩარევის მეშვეობით. ნათელია, რომ აღნიშნული ქმედება მიზნად ისახავს პლატფორმის მიერ მომზადებული კომპლექსური განაცხადის დანაწევრებას და მისი პარლამენტში განხილვის პროცესის კიდევ უფრო გაჭიანურებას.

ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მზაობას ყველა ღონე იხმაროს რათა დაასრულოს საქართველოში წარსულის მახინჯი გადმონაშთი - არაადამიანური, ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა. პლატფორმა გააგრძელებს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტის აქტიურ მხარდაჭერას. ამავდროულად კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას მივმართავთ საზოგადოების ფართე ფენებისათვის რეფორმის ჭეშმარიტი შინაარსის და მოსალოდნელი დადებითი შედეგების გაცნობის მიზნით. ჩვენ გვჯერა, რომ ცივილიზებულ საზოგადოებაში არ შეიძლება ქონდეს ადგილი ისეთ კაცთმოძულე მოვლენას, როგორადაც იქცა ქართული ნარკოპოლიტიკა“, - ნათქვამია ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის განცხადებაში.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი