უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 დეკემბერი, 2025 16:21
font-size

ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონი გამკაცრდა

სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილის, ნათია იორდანიშვილის განცხადებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში საკანონმდებლო ცვლილებები შევიდა.

მისი თქმით, ხე-ტყის შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადებისა და ტრანსპორტირებისთვის გათვალისწინებული იყო ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში – 5000 ლარი, ცვლილების შემდეგ კი განმეორებითი ქმედება პირდაპირ შეფასდება სისხლისსამართლებრივ დანაშაულად.

ნათია იორდანიშვილმა ასევე ისაუბრა იმაზე, რომ ეროვნული სატყეო სააგენტო პასუხისმგებელია თითქმის 1,8 მლნ. ჰექტარ ტყეზე, სააგენტოს პრიორიტეტებს წარმოადგენს ამ ტყეების დაცვა, მოვლა და შენარჩუნება და მდგრადი ტყით სარგებლობა, რაც, მათ შორის, ხე-ტყის დამზადებასაც მოიცავს.

„ტყეების დეგრადაციის სხვადასხვა კატეგორია განიხილება. მიზეზი მრავალია, პირველი, სამწუხაროდ, ყველგან ადამიანია; ასევე, კლიმატის ცვლილება, რომლის გავლენაც, ჩვენს ეპოქაში უკვე ხელშესახები და თვალსაჩინოა. ესენია: ტყის ხანძრების სიხშირე, ასევე მავნებელდაავადებები. ტყეს შეუძლია, კლიმატის ცვლილების პროცესი შეარბილოს და უკეთეს პირობებში გვამყოფოს, ვიდრე ისეთ ქვეყნებში, სადაც ტყით დაფარული ტერიტორიები დიდი არ არის“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ნათია იორდანიშვილმა.

მისივე განცხადებით, სატყეო სააგენტო ახორციელებს მოვლით და სანიტარულ ჭრებს, რაც ტყის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენაა მიმართული. ეკონომიკური თვალსაზრისით გამოსაყენებელი მერქნული რესურსის მოპოვებაზე მნიშვნელოვანი წესი მოქმედებს, არ მოვიპოვოთ იმაზე მეტი, რაც ამ ბუნებრივი რესურსის განახლებას შეაფერხებს და დააზიანებს.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი