საზოგადოება
ხე-ტყის უკანონო მოპოვებაზე კონტროლი გამკაცრდა - სატყეო სააგენტო
ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრებულია, – ამის შესახებ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის მხოლოდ ნოემბრის თვეში, სამართალდარღვევის 70 ფაქტი გამოავლინეს. აქედან ოთხი ფაქტი სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავებაა – გურიის, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში.
„აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-ნოემბრის თვეში ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ჯამში, ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 576 ფაქტია გამოვლენილი. სხვადასხვა რეგიონში, სახელწმიფო ტყის ტერიტორიიდან ამოღებულია დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროებიც“, – განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ნათია იორდანიშვილმა.
როგორც სატყეო სააგენტოში აღნიშნავენ, სააგენტო გეგმავს ისეთ სატყეო-სამეურნეო ღონისძიებებს, რომლებიც ტყის მდგრადი განვითარებისკენაა მიმართული. მათ შორისაა მოვლითი და სანიტარიული ჭრები, რაც, თავის მხრივ, ტყის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენაა მიმართული.
„როგორც სამასალე, ისე საშეშე მერქნული რესურსის მოპოვება რეგულირებულია. მოქმედებს წესი – არ მოვიპოვოთ იმაზე მეტი, რაც ამ ბუნებრივი რესურსის განახლებას შეაფერხებს და დააზიანებს. უწყების ყველა ღონისძიება სწორედ ამისკენაა მიმართული“, – აღნიშნა ნათია იორდანიშვილმა.
სატყეო სააგენტოში აცხადებენ, რომ ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების პრევენციისთვის, ტყეზე მონიტორინგისა და კონტროლის გაძლიერების მიზნით, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ განაახლა სატყეო-სამეურნეო სამუშაოებისათვის საჭირო ტექნიკა, ავტოსატრანსპორტო საშუალებები და აღჭურვილობა. შეძენილ იქნა 21 მაღალი გამავლობის ავტომანქანა რეგიონული სატყეო სამსახურების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის; 34 ერთეული სპეციალური ტექნიკა სატყეო გზების მოწყობის, ხე-ტყის დამზადებისა და ტრანსპორტირებისთვის. 10 დრონი, 750 ფოტო-ხაფანგი და სამხრე კამერები ტყის კონტროლისა და მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით.
შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ცვლილებამდე ხე-ტყის შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადებისათვისა და ტრანსპორტირებისთვის, პირველ შემთხვევაში, გათვალისწინებული იყო 2000 ლარი ჯარიმა, ხოლო განმეორების შემთხვევაში – 5000 ლარი. უკვე მოქმედი კანონმდებლობით, ასეთი განმეორებითი ქმედება პირდაპირ შეფასდება სისხლის სამართლებრივ დანაშაულად.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


