უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

14 ნოემბერი, 2016 13:55
font-size

„ხაზარაძე-რუხაძის ალიანსს სასამართლოს დაშანტაჟების მეტი არგუმენტი არ დარჩა“

ვანო ჩხარტიშვილის პრეს სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც მედიანიუსი უცვლელად გთავაზობთ.

„გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ ვრცელი სიუჟეტი მიუძღვანა სასამართლო დავას, რომელიც ფოთის წისქვილქარხნის გარშემო წლებია მიმდინარეობს. ტელეკომპანია უკვე მერამდენედ ცდილობს სასამართლო პროცესის წინა დღეს ფაქტების გამიზნული გაყალბებით ზეწოლა მოახდინოს სასამართლოზე. სამწუხაროდ, ტელეკომპანია „იმედი“ გამონაკლისი არ არის - თვეებია ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ მედიაში მისი დისკრედიტაციის მიზნით დაფინანსებული კამპანია მიმდინარეობს.

არადა, საკითხი ბანალურად მარტივია: 2010 წელს სააკაშვილის რეჟიმისაგან დევნილმა ვანო ჩხარტიშვილმა თავი დიდ ბრიტანეთს შეაფარა, მისი აქტივები კი მოძალადე რეჟიმმა მიისაკუთრა. მათ შორის იყო ფოთის წისქვილქარხანა. ამ აქტივის მითვისებაში 2010 წელს პროკურტურასთან, შსს-სთან და ნოტარიუსად ქცეულ სასამართლოსთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ რეჟიმთან გარიგებაში მყოფი კერძო იურიდიული და ფიზიკური პირები. დღეს ამ დანაშაულებრივი სქემის მონაწილე სუბიექტები: თი ბი სი ბანკი, ბიზნესმენები მამუკა ხაზარაძე და კოკი ოსიპოვი, არ გააჩნიათ რა სამართლებრივი არგუმენტები და არ გააჩნიათ რა სიმართლე, მედიიდან ცდილობენ დააშანტაჟონ სასამართლო სისტემა და მოსამართლეებს ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მათთვის სასურველი გადაწყვეტილება მიაღებინონ.

ბოლო დროს ამ კამპანიაში აქტიურად ჩაერთო პატარკაციშვილის ქვრივის ნდობით აღჭურვილი ირაკლი რუხაძე. ვანო ჩხარტიშვილსა და პატარკაციშვილებს შორის მიმდინარე სასამართლო დავიდან გამომდინარე, მან ალიანსი შეკრა მამუკა ხაზარაძესთან და პატარკაციშვილების საკუთრებაში მყოფი „იმედი“ საკუთარ და ხაზარაძის პროპაგანდისტულ ბიუროდ აქცია, ზოგიერთი ჟურნალისტი კი პროპაგანდისტული მანქანის რუპორად. ცილისმწამებლურ კამპანიაში მონაწილე თითოეული ასეთი ჟურნალისტის მიმართ ჩვენ დავაყენებთ ფინანსური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს.

ვანო ჩხარტიშვილი არ ყოფილა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ბიზნესების დარეკეტების ერთადერთი მსხვერპლი, ხოლო თი ი სი ბანკი მხოლოდ ამ საქმეში მონაწილე. ჩვენ სასამართლოს გზით ვცდილობთ სამართლიანობის აღდგენას და ყველა დაზარალებულს მოვუწოდებთ ასე მოიქცნენ, რადგან ვერც შანტაჟი და ვერც ამგვარი კამპანიები ვერ გაათეთრებს წარსულის ძალადობასა და ვერ შეაჩერებს საქართველოში სამართლიანობის აღდგენის შეუქცევად პროცესს“, _ ნათქვამია ვანო ჩხარტიშვილის პრესსამსახურის განცხადებაში.
NS

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი