პოლიტიკა
ხათუნა სამნიძე და ალეკო ელისაშვილი `თბილისის განვითარების ფონდის` გაუქმებას ითხოვენ
დედაქალაქის საკრებულოს ფრაქციის ,,რესპუბლიკელები’’ თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე და საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი ალექსანდრე ელისაშვილი ,,თბილისის განვითარების ფონდის’’ საქმიანობის შეჩერბას მოითხოვენ.
როგორც ხათუნა სამნიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, გასული წლის 28 ნოემბერს ,,თბილისის განვითარების ფონდის’’ ხელმძღვანელთან გიორგი ბაიდარაშვილთან სამუშაო შეხვედრა შედგა, რომელსაც საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი ალექსანდრე ელისაშვილი და ,,ტფილისის ჰამქრის’’ ხელმძღვანელი ცირა ელისაშვილი ესწრებოდნენ.
დეპუტატის ინფორმაციით, ფრაქცია,,რესპუბლიკელებმა’’ ფონდის მიერ გაწეული საქმიანობის, მიზნებისა და გეგმების თაობაზე დამატებითი ინფორმაცია გამოითხოვეს, რომლის თანახმად, ფონდი, რომლის მთავარი მიზანი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციაა, მიხეილ მესხის სტადიონის რეაბილიტაციას, ასევე თბილისის ზღვის სანაპირო ზოლისა და ლისის ტბის გარშემო ბილიკების კეთილმოწყობას ახორციელებს.
თავის მხრივ, ალექსანდრე ელისაშვილმა ბრიფინგზე ,,თბილისის განვითარების ფონდის’’ საკადრო პოლიტიკაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ 58 თანამშრომლიდან ფონდში პროფესიით მხოლოდ ერთი არქიტექტორი მუშაობს.
”თბილისის განვითარების ფონდში“ ერთადერთი არქიტექტორი მუშაობს და არც ერთი არქიტექტორ-რესტავრატორი, არც ერთი ხელოვნებათმცოდნე. არადა, ფონდში არსებობს ისტორიულ-კულტურული ძეგლების პროექტირების რეაბილიტაციისა და ხარისხის კონტროლის სამსახურები და ვინ ხელმძღვანელობს, გეტყვით, მაგალითად, 90-იან წლებში გურჯაანის გამგებლის ყოფილი მოადგილე არის ისტორიულ-კულტურული ძეგლების რეაბილტაციის ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელი, ”ვუ ლე ვუ”-ს შესყიდვების ყოფილი მენეჯერი, შპს ”წევას” მენეჯერის მოადგილე და ასეთი გაუგებარი კვალიფიკაციის ხალხი. ერთადერთი რის გამოც ისინი „თბილისის განვითარების ფონდში“ არიან დასაქმებული, არის ის, რომ ”ქართული ოცნების” დროშის ტარი ეჭირათ. შესაბამისად, ეს არის ფულის ფლანგვისა და საეჭვო გარიგებების სტრუქტურა”, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ხათუნა სამნიძე და ალექსანდრე ელისაშვილი ,,თბილისის განვითარების ფონდის’’ მიზნების, ამოცანებისა და სამუშაოების თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციაზე მკაფიოდ კონცეტრირებას და შესაბამისი კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, აცხადებენ, რომ ფონდი უნდა გაუქმდეს და მისი ფუნქციების მერიის კეთილმოწყობის სამსახურს გადაეცეს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


