პოლიტიკა
ხათუნა გოგორიშვილი ევა გოცირიძის ინიციატივას მხარს არ დაუჭერს
„ევროპული საქართველოს“ წევრი ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, მოსამართლეებისადმი კრიტიკის დასაშვები ნორმის დაწესება სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაა.
გოგორიშვილის თქმით, ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ევა გოცირიძის ამ წინადადებას მხარს არ დაუჭერს.
„საჭიროა, რომ მოსამართლეები კანონს მისდევდნენ, ზეწოლის ქვეშ არ იყვნენ და გადაწყვეტილებებს დაკვეთით არ იღებდნენ. ეს საკითხი პირდაპირ დაკავშირებულია გამოხატვის თავისუფლებასთან. ჩემი აზრით, ბოლო პერიოდში, მოსამართლეების მიმართ გაკეთებული შეფასებები ისეთი მკაცრი არ იყო, როგორსაც ისინი იმსახურებენ. ამ წინადადებას არათუ მხარს არ დავუჭერთ, არამედ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ყველანაირად შევეწინააღმდეგებით. განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როცა საქმე კორუფციულ სქემებს და ზეწოლის ფაქტებს ეხება, რაც მოსამართლეებს კანონსაწინააღმდეგო ქმედებისკენ უბიძგებთ“, - განუცხადა გოგორიშვილმა „მოამბეს“.
შეგახსენებთ, იუსტიციის საბჭოს წევრის, ევა გოცირიძის ინიციატივით, მოსამართლეების შეურაცხყოფა საკანონმდებლო დონეზე უნდა ისჯებოდეს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


