პოლიტიკა
ხატია დეკანოიძეს საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა
უკრაინის ეროვნული პოლიციის ყოფილ ხელმძღვანელს ხატია დეკანოიძეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხატია დეკანოიძისთვის, რომელიც უკრაინის მოქალაქეც არის, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება პროცედურების სრული დაცვით მოხდა.
დეკანოიძემ ორმაგი მოქალაქეობის მოთხოვნით თავდაპირველად იუსტიციის სამინისტროს მიმართა, საბოლოო გადაწყვეტილება კი, პრეზიდენტმა 12 აპრილს მიიღო.
ხატია დეკანოიძეს, მას შემდეგ რაც უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა, საქართველოს მოქალაქეობა შეჩერებული ჰქონდა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


