პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე საქართველოს პრეზიდენტს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვისაკენ მოუწოდებს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს, რომ გიორგი მარგველაშვილმა მოიწვიოს უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომა.
ამის შესახებ დეკანოიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ენმ-ის წევრმა აღნიშნა, მოწვევის ერთ-ერთი მიზეზია ძალოვანი უწყებების მიერ უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერია, რომელიც გამოყენებულია გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას დასაშანტაჟებლად.
„მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტები, რომელთა უშუალო მოვალეობა სახელმწიფო უსაფრთხოებაზე ზრუნვაა, გენერალური აუდიტორის შანტაჟში პირდაპირ არიან ჩართულები, ასევე კორუფციასა და სხვა დანაშაულში, ძალოვანი სტრუქტურების არაფორმალურ მმართველობაში მხილებული ფარცხალაძის გამართლებაში.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სთხოვს პრეზიდენტს, მოიწვიოს უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომა, ვინაიდან ის სახელმწიფო ინსტიტუციები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდნენ, უკვე ჩამოიშალა. ეს სხდომა უახლოეს პერიდოში უნდა იყოს მოწვეული პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით“, - განაცხადა დეკანოიძემ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


