უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

9 მარტი, 2026 15:48
font-size

ხან ეუთო-ს დელეგაცია ჩამოვა საქართველოში, ხან სხვა დელეგაცია, მაგრამ ის ზღაპარი, ის სცენარი, ის აგრესია და მავნებლობა, რომელიც ე.წ. ოპოზიციას ახასიათებს, არანაირად არ შეიცვლება – გია ვოლსკი

ხან ეუთო-ს დელეგაცია ჩამოვა საქართველოში, ხან სხვა დელეგაცია, მაგრამ ის ზღაპარი, ის სცენარი, ის აგრესია და მავნებლობა, რომელიც ე.წ. ოპოზიციას ახასიათებს, არანაირად არ შეიცვლება, არც შინაარსით და არც ქმედების სცენარით, –ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„ეუთო-ს ახალი თავმჯდომარე ქვეყანა – შვეიცარია ჰყავს. შვეიცარია საკმაოდ აქტიურია. მისი წარმომადგენელი ყოველთვის აქტიური იყო ჟენევის მოლაპარაკების ფორმატშიც. არ დაგვავიწყდეს, არჩევნების შემდეგ ეუთო-ს ჰქონდა დასკვნა, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა, საქართველოში არჩეული ხელისუფლებაა. ამ ხელისუფლებასთან ურთიერთობის საკითხებში, შეიძლება, რაღაც პრობლემები წარმოიშვას, მაგრამ მთავარი ჯერ ისაა, რომ ჩამოსული არიან სასაუბროდ, მათ შორის ოპოზიციასთან და ხელისუფლებასთან, ყველა იმ პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს ახასიათებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონს.

ეუთო-ს დელეგაცია საქართველოში რომც არ ჩამოსულიყო, ე.წ. ოპოზიციას დღის წესრიგი რაც აქვს, არ შეცვლილა. არც შეიცვლება, ვიდრე სხვა ინსტრუქცია არ ექნებათ. უკვე არაერთხელ ვიხილეთ მათი ქმედებები და მიზანი, მათ შორის რუსთაველის გამზირზე, პრეზიდენტის სასახლეზე შეტევისას.

ხან ეუთო-ს დელეგაცია ჩამოვა საქართველოში, ხან სხვა დელეგაცია, მაგრამ ის ზღაპარი, ის სცენარი, ის აგრესია და მავნებლობა, რომელიც ე.წ. ოპოზიციას ახასიათებს, არანაირად არ შეიცვლება, არც შინაარსით და არც ქმედების სცენარით“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი