საზოგადოება
ხალხს აქვს განცდა, რომ უჭირს და ზოგს ჰგონია, რომ უარესად ცხოვრობს, მაგრამ რომ ვნახოთ ფაქტები, ეს ასე არაა - გიორგი ქობულია
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას თქმით, ქვეყანაში მოსახლეობის ცხოვრების დონე ყოველთვიურად უმჯობესდება.
როგორც მან განაცხადა, ქვეყანას ყოველწლიურად ეკონომიკური ზრდა აქვს.
„არ ვეთანხმები პოზიციას, რომ ხალხს უფრო და უფრო უჭირს. ეს არ არის მართალი და ეს მხოლოდ ჩემი აზრი არაა: ეს არის სტატისტიკა, ფაქტები, რომელიც ჩვენ გვაქვს და არ არის ჩვენი მოგონილი – ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აუდირებული ფაქტები და სტატისტიკა, რომ ჩვენ ყოველწლიურად ვაუმჯობესებთ მოსახლეობის ცხოვრების დონეს. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი მთავრობის დამსახურება. ჩენ ბევრი მიმართულებით ძალიან კარგად ვვითარდებოდით, ვვითარდებით, ყოველწლიურად გვაქვს ეკონომიკური ზრდა, რაც, რა თქმა უნდა, აისახება მოსახლეობაზე. გვაქვს ფაქტები და ციფრები სიღარიბესთან, შემოსავლებთან დაკავშირებით – შემოსავლები იზრდება. ჩვენ ყოველწელს და ყოველთვე უკეთესად და უკეთესად ვცხოვრობთ“,– განაცხადა მინისტრმა.
კითხვას, როდესაც არ იზრდება პენსია, მაგრამ იზრდება საკვების ფასი, როგორ ცხოვრობს მოქალაქე უკეთესად, მინისტრი პასუხობს, უნდა იყოს რეალისტური მოლოდინები.
„არ მინდა, დაგვრჩეს შთაბეჭდილება, რომ კმაყოფილები ვართ მიღწეული შედეგებით. ჩვენ გვინდა ბევრად მეტი, ვმუშაობთ 24–საათიან რჟიმში, რომ მეტი გავაკეთოთ. გვინდა მეტი, მაგრამ ეს მეტი უნდა იყოს რეალისტური მოლოდინები. ამ მეტის გაკეთებას უნდა რაღაც განსაზღვრული ტემპი და დრო. უკეთეს ცხოვრებაზეც მოგახსენებთ – მიუხედავად იმისა, რომ ვალუტის კურსი შეიცვალა, იმფლაცია ქვეყანაში არის არაუმეტეს 2 – 2.5%–ისა. რაღაცა პროდუქტებზე ფასი გაიზარდა, რაღაც პროდუქციაზე დაეცა…შეიძლება ხალხს აქვს განცდა, რომ უჭირს და ზოგს ჰგონია, რომ უარესად ცხოვრობს, მაგრამ რომ ვნახოთ ფაქტები, ეს ასე არაა“ – განაცხადა გიორგი ქობულიამ.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


