პოლიტიკა
ხალხის არნახულმა ენთუზიაზმა ჩაშალა ხელისუფლების გეგმა და საარჩევნო პროცესში ვრჩები - ალექსანდრე ელისაშვილი
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ალექსანდრე ელისაშვილი თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად დაარეგისტრირა. ამის შესახებ ელისაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ელისაშვილმა აღნიშნა, რომ მხარდაჭერების თანადგომით მან მოახერხა, დარჩენილიყო საარჩევნო პროცესში. მისი თქმით, ეს მიღწევა უფრო მნიშვნელოვანი გამარჯვების წინაპირობა გახდება.
„გუშინ საღამოს, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აქტი გამოსცა და მე დამარეგისტრირა თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად. როგორც ცნობილია, შემჭიდროებულ ვადებში მომთხოვეს 10 000 ხელმოწერის მიტანა და ჩვენ ორჯერ უფრო მეტი ხელმოწერა - 20000 ხელმოწერა მივიტანეთ. შედეგად. ხელისუფლება იძულებული გახდა, ანგარიში გაეწია ხალხის არნახული ენთუზიაზმისთვის და მოსახლეობის საოცარმა თავდადებამ, ხალხის ენთუზიაზმა თავისი გაიტანა. ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდში, ერთი მხრივ, ჩავშალეთ ხელისუფლების გეგმა, რომ მე ბიუროკრატიული ხერხებით დავრჩენილიყავი საარჩევნო პროცესის მიღმა. მეორე მხრივ, უკვე მივაღწიეთ ერთ მცირე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებას. ეს გამარჯვება, ხელმოწერების შეგროვების დროს გამოვლენილი ენთუზიაზმი მარწმუნებს იმაში, რომ ოქტომბრის ბოლოს ჩვენ თბილისში ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებას მივაღწევთ ხალხთან ერთად“,- განაცხადა ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, ელისაშვილს თბილისის მერობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოსთვის 1-ელ სექტემბრამდე 10 000 ხელმოწერა უნდა წარედგინა. გადაწყვეტილება ეფუძნებოდა 21 აგვისტოს მიღებულ დადგენილებას, რომლის მიხედვით თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატის წარდგენის მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა კენჭისყრამდე არაუგვიანეს 57-ე დღისა განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას, რის შემდეგაც უფლება აქვს, შეაგროვოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები.
მაშინ ელისაშვილმა ცესკო ხელისუფლებასთან გარიგებაში დაადანაშაულა. თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის მტკიცებით, ცესკომ მისი დროულად რეგისტრაციის პროცესი შეაფერხა, რადგან რეგისტრაციისთვის საჭირო ბლანკები მას „ერთი თვის ხვეწნის შემდეგ“ მისცა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


