სამართალი
კესარია აბრამიძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი დამნაშავედ ცნო და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით და გენდერის ნიშნით ჩადენილ მკვლელობაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო გალუსტაშვილმა 26 წლის ბექა ჯაიანი დამნაშავედ ცნო და უვადო პატიმრობა მიუსაჯა.
მოსამართლემ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია როგორც კვალიფიკაციის, ასევე სასჯელის განსაზღვრის ნაწილში. მოსამართლე დაეთანხმა ბრალდების მხარის პოზიციას, რომ კესარია აბრამიძეზე ბექა ჯაიანი სისტემატურად ძალადობდა, მკვლელობა კი განსაკუთრებული სისასტიკით და გენდერის ნიშნით ჩაიდინა. მოსამართლემ განაჩენის გამოცხადებამდე წაიკითხა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ბექა ჯაიანის გამოგზავნილი წერილი, სადაც ჯაიანი აღნიშნავდა, რომ ინანიებს დანაშაულს და საბოლოო სიტყვას სასამართლოში ვერ იტყვის, რადგან ფსიქოლოგიურად მძიმე მდგომარეობაშია.
ჯაიანის ადვოკატი გიორგი მდინარაძე განაჩენს უკანონოს უწოდებს და განმარტავს, რომ სისტემატური ძალადობა ჯაიანის მხრიდან არ ყოფილა, დანაშაული მას გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით არ ჩაუდენია.
ბრალდების მხარე განაჩენს კანონიერს და დასაბუთებულს უწოდებს. პროკურორ გრიგოლ ნიშნიანიძის განმარტებით, ბრალდების მხარემ მოწმეების ჩვენებები მოიპოვა, ასევე სქრინები და სატელეფონო მიმოწერა, რომლითაც სისტემატური ძალადობა უდავოდ დადასტურდა, აბრამიძეს 28 ჭრილობა ჰქონდა დანით მიყენებული, რაც განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის მთავარი მტკიცებულებაა, გენდერის ნიშნით მკვლელობას კი არაერთი მტკიცებულება ადასტურებს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


