სამართალი
კარცერში ვარ ფაქტობრივად, მე არაფერი დამირღვევია ციხეში - მურთაზ ზოდელავა
კარცერში ვარ ფაქტობრივად, - ამ სიტყვებით მიმართა სასამართლოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ და სხდომათა დარბაზში ხაზგასმით განაცხადა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია.
„შეზღუდვა გარესამყაროსთან კონტაქტის აკრძალვის შესახებ, რაც გვქონდა, კიდევ 2 თვით გაგრძელდა. არის საკითხი, რომელიც ეხება ციხეს. კარცერში ვართ, ფაქტობრივართ. კარცერში შეიძლება იყოს ადამიანი, თუ რამეს დააშავებს და ისიც მაქსიმუმ 2 თვის განმავლობაში. კანონმდეებლობაში წერია, რომ კარცერში ყოფნის ვადა არის 2 თვე და ისიც იმიტომ ხარ კარცერში, თუ რამეს არღვევ და მე არაფერი დამირღვევია ციხეში. მე ადამიანის სახე კარგად მიჭირავს ციხეში. ეს საკითხი იციან ადვოკატებამაც,"- განაცხადა ზოდელავამ.
ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ლევან ხაბეიშვილის პროცესი მიმდინარეობს, საქმეს მოსამართლე ლელა კალიჩენკო იხილავს.
ხელისუფლების დამხობისა და ქრთამის შეთავაზების ბრალდებით პატიმრობაში მყოფი ოპოზიცონერი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის საქმის განხილვა დღეს გრძელდება სასამართლოში. პოლიტიკოსი სუსმა 2025 წლის 11 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულის“ ოფისთან დააკავა. მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება
ხაბეიშვილთან ერთად, 11 სექტემბერს, დააკავეს მურთაზ ზოდელავაც. ზოდელავას ხაბეიშვილის მობილურის გადამავლას ედავებიან, რომელიც მას დაკავებისას პოლიტიკოსმა მიაწოდა. ზოდელავას ამ საქმეზე ბრალი წაუყენეს გამოძიებისთვის ხელისშეშლის მუხლით და გირაო შეუფარდეს. მოგვიანებით, 4 ოქტომბერს, ზოდელავა „სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების“ ბრალდებით დააპატიმრეს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


