პოლიტიკა
კარგია რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტს უსმენს, ცუდია რომ არ ითვალისწინებს საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს - კახა კოჟორიძე
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე გამოეხმაურა მმართველი გუნდის რეაქციას გიორგი მარგველაშვილის განცხადებაზე. შეგახსენებთ, “მაესტროს” ეთერში სტუმრობისას პრეზიდენტმა სახელისუფლებო პარტია თვითმმართველობის არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში დაადანაშაულა.
კოჟორიძემ ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებზე, სადაც წერია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ.
„ძალიან კარგია, რომ უსმენენ პრეზიდენტს, თუმცა ცუდია, რომ არ უსმენენ და არ ეცნობიან საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების, ეუთო/ოდირის, NDI-ისა და ძირითადი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნებს, რომლებიც ყველა ერთად, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მთელ ამ საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო“, - აღნიშნა კოჟორიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


