პოლიტიკა
კარგი სადღეგრძელოა, კვირიკაშვილის განცხადებას ლაიტმოტივად გასდევს საყვედური, რომ მას დაუმსახურებლად და ცუდად მოექცნენ - გია ხუხაშვილი
პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადების შეფასებისას თქვა, რომ მთლიანობაში ამ ნათქვამის შინაარსი გაუგებარია.
„კარგი სადღეგრძელოა. ცუდი ადამიანი არასდროს არ ყოფილა, კარგი ადამიანია. თუ რატომ გახდა სადღეგრძელოს განცხადებად გამოქვეყნება საჭირო, არ ვიცი. მიზეზი და მიზანი მაინცდამაინც გასაგები ამ განცხადებაში არ არის, თუმცა ცუდსაც ვერაფერს ვერ ვხედავ. კარგია, თუ ფასეულობები ჰქონდა ყოველთვის, თუმცა მისი აქტიური პროტესტი არ შემხვედრია, სანამ ხელისუფლებაში არ მოვედი და ფაქტობრივად, სახლიდან არ გამოვიყვანეთ. კვირიკაშვილის განცხადებას ლაიტმოტივად გასდევს საყვედური, რომ მას დაუმსახურებლად და ცუდად მოექცნენ. ჩემთვის მოტივი ამ განცხადების გაუგებარია. შესაძლოა, ეს განცხადება უცხოელებისთვის გაკეთდა საკუთარი მნიშვნელოვნების ხაზგასასმელად. მე არ მგონია, რომ მისი განცხადების განხილვა ამ ეტაპზე საინტერესო იყოს“, – განაცხადა ხუხაშვილმა.
ექს-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ეს პერიოდი მან სიჩუმე არჩია და არც ახლა არ აპირებს პოლიტიკურ აქტივობას, თუმცა მხარს უჭერს ფასეულობებს, რომელსაც 2012 წელს ქართველმა ხალხმა დაუჭირა მხარი. გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ დღეს ეს ფასეულობები გადასარჩენია.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


