პოლიტიკა
კარგი იქნება, თუკი საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით კანონპროექტს სახელმწიფო ტელევიზიის შესახებ კანონპროექტს დაარქმევთ - გიგა ბოკერია
კარგი იქნება, თუკი საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით კანონში დაგეგმილ ცვლილებებს სახელმწიფო ტელევიზიის შესახებ კანონპროექტს დაარქმევთ, - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.
ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებით, კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ძველ მოდელად - სახელმწიფო ტელევიზიად გარდაიქმნება.
“სახელწოდების შეცვლით ბევრი რამ გამარტივდება. რედაქციული თვალსაზრისით ბევრად უფრო სწორი იქნება, კანონს დავარქვათ - ცვლილებები სახელმწიფო ტელევიზიის შესახებ კანონში. ის, რაც არის წარმოდგენილი, ამ ტელევიზიას საზოგადოებრივი მაუწყებლიდან სახელმწიფო ტელევიზიად - ძველ მოდელად გარდაქმნის, სადაც ეს სუბიექტი კონკურენციაში იქნება კერძო ტელევიზიებთან, იმის მიუხადვად, რომ ჩვენი გადასახადებით იღებს ფულს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით კანონში დაგეგმილ ცვლილებებს კვლავ არ დაუჭირა მხარი.
უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფის მიერ ინციირებული კანონპროექტის მიმართ კომიტეტმა უარყოფითი შეფასება ერთხმად გამოხატა. კანონპროექტი გუშინ მესამე მოსმენით განიხილეს.
კომიტეტის წევრების უკმაყოფილებას იწვევს ის პუნქტი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კომერციული რეკლამის განთავსების საკითხს შეეხება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


