სამართალი
კარგი იქნება თუ ზეპირ მოსმენებს შეწყალების კომისიაც დანერგავს - კახა კახიშვილი
აპარატი რა საჭიროა, თუ სასჯელის მოხდის ადგილიდან გაგზავნილი დოკუმენტი ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციაა?! მაშინ, გადაწყვეტილება ამ დოკუმენტის საფუძველზე ავტომატურად უნდა მიეღოთ და მსჯავრდებული ან შეეწყალებინათ, ან არა, – განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
მისი თქმით, სასჯელაღსრულების სამინისტროს სრული ინფორმაცია არ აქვს, თუ რამდენ და რომელ საქმეებს იხილავს შეწყალების კომისია.
„თუ შეწყალების კომისია არ მოგვმართავს, გთხოვთ გვაცნობოთ, ამა და ამ პიროვნების მიმართ პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისიაზე პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხები თქვენს მიერ იყო თუ არა განხილული და რა შედეგით დასრულდაო, ბუნებრივია, ასეთ პასუხს მათ ავტომატურად ვერ გავუგზავნით, რადგან შეწყალების კომისია რამდენ და კონკრეტულად ვის საქმეებს იხილავს, ამის შესახებ სრული ინფორმაცია ნამდვილად არ გვაქვს“, – განაცხადა კახიშვილმა.
მისი თქმით, უკვე მესამე წელია, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისია მსჯავრდებულთა ზეპირი მოსმენის პრაქტიკაზე გადავიდა და ამის სტატისტიკა ყოველწლიურად იზრდება.
„შარშან 700 ზეპირი მოსმენა გვქონდა. როცა მსჯავრდებული პირობით ვადამდე გათავისუფლებას ითხოვს, კომისიის წინაშე წარდგება, რომელშიც ჩვენი თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები შედიან. ისინი მსჯავრდებულთან ინტერვიუს ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით ატარებენ, რომელიც შესაძლოა, მის გათავისუფლება-არგათავისუფლებას საფუძვლად დაედოს. ადამიანს რომ თვალებში ჩახედავ, მის ქცევას ნახავ, გაიგებ, როგორ ყვება ჩადენილ დანაშაულს, ყვება, რა გარემოებები და განცდა აქვს, ეს უფრო მეტ ინფორმაციას გაძლევს, ვიდრე თეთრ ფურცელზე მშრალად დაწერილი განცხადება“, – განაცხადა კახიშვილმა.
მისივე თქმით, შეწყალების კომისია სასჯელაღსრულებიდან კონკრეტულად პირადი საქმის მასალებიდან იმ ამონარიდებს ითხოვს, რომელიც სასჯელთან, სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მოქცევასთან და ფსიქოლოგთან ინტერვიუს საკითხებთანაა დაკავშირებული.
„ჩემი აზრით, კარგი იქნება, თუ ზეპირ მოსმენებს შეწყალების კომისიაც დანერგავს. მზად ვარ, პრეზიდენტსა და მის ადმინისტრაციას შევხვდე, რათა ეს საკითხები უფრო მეტად დავხვეწოთ, რადგან შეცდომა იქნება, შეწყალებაზე, პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარი თქვა.
მსჯავრდებულს აუცილებლად უნდა ჰქონდეს განცდა, რომ თუ ის დანაშაულს აღიარებს და დანაშაულის კვლავ ჩადენის გარემოებები გამოირიცხება, შესაძლებელია, ის გათავისუფლდეს, ან მის მიმართ რამე ტიპის შეღავათი იქნას გამოყენებული. მეორე მხრივ, უნდა იყოს ისეთი მექანიზმები, რომელიც პროცენტულობით, მეტ-ნაკლებად მეტ გარანტიას მოგცემს, რომ ეს ადამიანი თავისუფლებაზე ყოფნის პერიოდში დანაშაულს კვლავ არ ჩაიდენს“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


