უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

25 ივნისი, 2018 12:20
font-size

კარგ იურისტს, ბანკის იურისტს, ადვოკატს, პროკურორს, მეცნიერს სასამართლო სისტემაში მოხვედრის ძალიან მწირი შანსი აქვს - ანა დოლიძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ უვადო მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების გასაუბრების საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ სისტემური პრობლემების გამო მწირია შანსი, რომ უვადო მოსამართლედ დაინიშნოს კომპეტენტური პირი.

„თვითონ კანდიდატებს შორის, ბუნებრივია, გვყავს უფრო ძლიერი და ნაკლებად ძლიერი კანდიდატები. პრობლემა სისტემურად თავისთავად რჩება. კარგ იურისტს, ბანკის იურისტს, ადვოკატს, პროკურორს, მეცნიერს ძალიან მწირი შანსი აქვს სასამართლო სისტემაში მოხვედრის, იმისთვის, რომ მოხვდეს სისტემაში, ამ მოსამართლებმა ჯერ თანაშემწედ ან მდივნად უნდა გამუშაონ ბევრი წლის განმავლობაში და შემდეგ შესაძლებელია, რომ გახდე მოსამართლე. ეს სისტემისთვის ნიშნავს იმას, რომ ის ჩაკეტილია ყველანაირი განსხვავებული, მრავალფეროვანი პერსპექტივისთვის",- განაცხადა დოლიძემ.

დოლიძის თქმით, უვადო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან ჩატარებულმა ბოლო გასაუბრების პროცესმა გამოავლინა, რომ ის მიმდინარეობს არაეთიკურ გარემოში.

„ბოლო გასაუბრებებმა კვლავაც დაადასტურა ორი სერიოზული და სისტემური პრობლემა, რომელიც გვაქვს, გასაუბრება მიმდინარეობდა ხშირად არაეთიკურ ვითარებაში. მოსამართლე წევრები კანდიდატებს უსვამდნენ კითხვებს, რომლის მიზანი იყო ჩვენი, კრიტიკული წევრების გაკრიტიკება. აქედან გამოჩნდა, რომ სასამართლოში შეიძლება მოხვდე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნამუშევარი გაქვს სისტემის შიგნით მოსამართლის მდივნად ან თანაშემწედ დიდი ხანი. ანუ,სასამართლო რჩება ჩაკეტილად და გარეშე პირის, გარეშე პროფესიონალის მოხვედრის შანსები ძალიან მწირია",- განაცხადა დოლიძემ.

ცნობისთვის, დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კენჭს უყრიან უვადო მოსამართლეობის მსურველ შვიდ კანდიდატს, რომლებსაც სამწლიანი გამოსაცდელი ვადა ეწურებათ.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი