უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

13 მარტი, 2019 16:45
font-size

კანონპროექტი არის ნაბიჯი წარსულში- ეკა ბესელია

პარლამენტის დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა ცდილობს, რომ ხელის გადაგრეხვის პრინციპითა და დაჩქარებული წესით მიიღოს კობახიძის კაბინეტის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხს უკავშირდება.

ბესელიას თქმით, გაუგებარია, თუ კანონპროექტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნა და მის დასკვნას ელოდებიან, რატომ დანიშნა მმართველმა გუნდმა კვირის ბოლოს კომიტეტის სხდომა, სადაც საკითხს განიხილავენ.

„ასეთი პრაქტიკა არ არსებობს და რით არის განპირობებული არასამუშაო დღეს ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა, როგორიც არის მოსამართლეთა არჩევის წესი და პროცედურა. ეს განმარტება უნდა გააკეთოს კომიტეტმა. მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან ცუდი გზავნილი, რაც ასახსნელია. ვენეციის კომისიის დასკვნას ან მოსაზრებებს თუ ელოდება პარლამენტის უმრავლესობა, მაშინ დაველოდოთ ამ დასკვნას.

კანონპროექტი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის ავტორობით არის სახელდებული, რატომ არის ასეთი არადემოკრატიული პრინციპების, რატომ არის ნათქვამი ტყუილი, თითქოს ეს არის ამერიკული მოდელი, მაშინ როცა პროცედურაც კი არ არის გაწერილი, იურიდიული კომიტეტი კანდიდატებს როგორ მოუსმენს და თურმე, ეს უნდა გადაწყვიტოს მხოლოდ კომიტეტის თავმჯდომარემ კომიტეტის უმრავლესობასთან“, – აცხადებს ეკა ბესელია.

„თუ ვინმეს აქვს იმის განცდა, რომ ეს პროცესი ფორსირებულად, ჩქარა და ხელის გადაგრეხვის პრინციპით იქნება ბოლომდე მიყვანილი, ძალიან ცდება,“ - ამბობს ბესელია.

მისი თქმით, კანონპროექტი არის ნაბიჯი წარსულში.

„ამ კანონპროექტში პირდაპირ წერია, რომ მხოლოდ სააკაშვილის პერიოდის მოსამართლეებს აქვთ უპირატესობა სხვა კანდიდატებთან შედარებით. აი, ეს არის ის პროექტი, რასაც გვთავაზობენ საბჭოს უმრავლესობა, მოსამართლეთა ჯგუფი და კობახიძე“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამასთან, ეკა ბესელია აცხადებს, რომ ვენეციის კომისიას კანონპროექტის საკუთარ ვერსიასაც გადაუგზავნის.

ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ განაცხადა, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა მკაფიო და გამჭვირვალე კრიტერიუმებსა და პროცედურებზე დაყრდნობით აუცილებელია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის. ამასთან, ჯანი ბუკიკიომ განაცხადა, რომ კომისია სწრაფად შეასრულებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თხოვნას, მოსაზრება გამოთქვან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი