უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

18 იანვარი, 2019 11:30
font-size

კანონით შესაძლებელია იმ შენობა-ნაგებობებში ცხოვრება, რომელიც ექსპლუატაციაში არ არის მიღებული - კახა კალაძე

თბილისის მერი, საგანგებო ბრიფინგზე ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, სადაც დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედია შენობის ექსპლოატაციაში მიღების საკითხს და კორუფციულ სქემას დაუკავშირეს.

თბილისის მერი განმარტავს, რომ შენობაში ბუნებრივი აირის ქსელების უსაფრთხოება, მოქმედი კანონმდებლობით, არავითარ კავშირში არ არის შენობის ექსპლოატაციაში მიღებასთან.

რაც შეეხება კანონს, რომელიც განსაზღვრავს ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში ცხოვრების უფლებას, კალაძემ ბრიფინგზე „ არქიტექტურულ და სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ კანონზე და იმ ნორმებზე ისაუბრა, რომელიც შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებამდე მასში ცხოვრების უფლებას გულისხმობს.

„2006 წელს ამ კანონში იყო მე-5 მუხლი. მასში იყო მთელი რიგი ჯარიმები ანუ კანონით იყო აკრძალული იმ შენობა- ნაგებობებში შესვლა და ცხოვრება, რომელიც არ იყო მიღებული ექსპლუატაციაში. კანონში 2009 წელს განახორციელეს ცვლილება და ეს მეხუთე მუხლი საერთოდ ამოიღეს კანონიდან. დღეს კანონით ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ იმ შენობა-ნაგებობებში შესვლა, რომელიც ექსპლუატაციაში არ არის მიღებული“-აცხადებს კალაძე.

კალაძემ იმ ცვლილებებზეც ისაუბრა, რომელიც 2018 წელს განხორციელდა.

„10-ჯერ გაიზარდა შეჩერებული მშენებლობების უნებართვოდ გაგრძელებაზე და 50 ათასი გახდა. 2,5 ჯერ გაიზარდა ჯარიმა უნებართვო მშენებლობაზე და 25 ათასი გახდა. 4-ჯერ გაიზარდა პროექტის დარღვევით მშენებლობის წარმოებაზე და 15 ათასი გახდა. სამშენებლო მოედანზე უსაფრთხოების წესების დარღვევაზე გაიზარდა 10-ჯერ და 30 ათასი გახდა.

ზედამხედველობის სამსახური ბაზაზე შეიქმნა მუნიციპალური ინსპექცია, რომლის რესურსი 2-ჯერ გაიზარდა და დღეისთვის 300 ადამიანისგან შედგება, რომლებიც სამშენებლო დარღვევებზე რეგირებენ. დაგვემატა ხმაურის რეგულირება და მოწესრიგება. ცვლილებების შედეგად, რაც განვახორციელეთ 2018 წლის განმავლობაში, გამოწერილ იქნა 10 მილიონ ლარზე მეტი ჯარიმა“,-აცხადებს კახა კალაძე.

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი