პოლიტიკა
კანონით გათვალისწინებულ 10-დღიან ვადაში გადავწყვეტთ, ხელი მოვაწეროთ ე.წ ფარული მოსმენების კანონს თუ შენიშვნების სახით დავუბრუნოთ პარლამენტს - ანა დოლიძე
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის განცხადებით, პრეზიდენტს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ე.წ. მოსმენების კანონი ჯერ არ მიუღია.
დოლიძის თქმით, რეგლამენტით პრეზიდენტს 10 დღე იძლევა კანონის გასაცნობად, რომლის შემდეგ ის თავის პოზიციას დააფიქსირებს.
„ეს 10-დღიანი ვადა აითვლება მას შემდეგ, რაც უკვე მესამე მოსმენით მიღებული კანონი შემოვა ჩვენთან. შესაბამისად, ჩვენ ვაპირებთ, რომ სწორედ საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში ვიმოქმედოთ. 10 დღის ვადაში, მას შემდეგ, რაც კანონი შემოვა ჩვენთან, გადავწყვიტოთ ხელს ვაწერთ მას, თუ ჩვენ მიერ ჩამოყალიბებული მოსაზრებების შესაბამისად მოტივირებული შენიშვნებით ვუბრუნებთ უკან“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონი. საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტს 87-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 2-მა პარლამენტარმა ამ კანონის წინააღმდეგ მისცა ხმა.
აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2016 წლის 14 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლომ ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურად ცნო. სასამართლომ პარლამენტს დააკისრა ცვლილებების შეტანის ვალდებულება 2017 წლის 31 მარტამდე.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


