პოლიტიკა
კანონით დაშვებულ პროტესტს აქვს ათასგვარი ფორმა, ძალიან საინტერესო სიურპრიზებს მოვუმზადებთ ამ ე.წ. ხელისუფლებას - გრიგოლ ვაშაძე
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციის პროტესტი არ გაცდება კონსტიტუციურ ჩარჩოებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს რუსთავში საკუთარ მხარდამჭერებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
ვაშაძის თქმით, მათი მოთხოვნები ხელისუფლების მიმართ უცვლელია.
„ესაა: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, საარჩევნო ადმინისტრაციის ტოტალური შეცვლა და ახალი წესით დაკომპლექტება, რომელშიც პარიტეტულ საწყისებზე იქნებიან ჩართული ისინი, ვინც დღეს ხელისუფლებაში იმყოფებიან, პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება. ასევე, ვითხოვთ საოლქო კომისიების გაუქმებასა და პროპორციულ, ან პროპორციულ-რეგიონალურ სისტემაზე გადასვლას.
მაჟორიტარი, როგორც წესი, მოდის თავისი ფულით და საკუთარი ბიზნეს-ინტერესების დასაცავად. ეს საბოლოოდ ყალიბდება ადგილობრივ ბელადად. ყველაფერი ეს გადადის უკანონობაში.
რაც შეეხება ბერკეტებს, ჩვენ გვაქვს 800 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქის ხმა. ამაზე დიდი ქმედითი ბერკეტი ბუნებაში არ არსებობს. ამ ხელისუფლებას, უპირველეს ყოვლისა, ეშინია და უფრთხის საქართველოს მოქალაქის ხმას.
ხელისუფლება, თუ გნებავთ ე.წ. ხელისუფლება, რომელიც მთელი ოთხთვიანი პროპაგანდის განმავლობაში, გაერთიანებულ ოპოზიციას ჯიუტად მოიხსენიებს როგორც „ნაციონალური მოძრაობას“, რომელიც მოვა და იქნება არეულობა, ასე არ იქნება. არავითარი სისხლისღვრა არ იქნება. ჩვენ ვაპირებთ კონსტიტუციის ფარგლებში დარჩენას მუდამ.
პროტესტს, რომელიც კანონით არის დაშვებული, აქვს ათასგვარი ფორმა. ძალიან საინტერესო სიურპრიზებს მოვუმზადებთ ამ ე.წ. ხელისუფლებას“, - განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


