სამართალი
კანიბალიზმის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს
კანიბალიზმის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს. ლუკა ჩ.-ს დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად.
75 წლის ლუბა ყოჩიაშვილის დამამძიმებელ გარემობებში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის საქმეში დევს ჩანაწერი - განზრახ მკვლელობაში ბრალდებულები, მოკლულის შვილი ირმა ყოჩიაშვილი და ბექა შენგელია დანაშაულზე რამდენიმე პირთან საუბრობენ.
სამი მკვლელობიდან მალევე დააკავეს, მეოთხის დადგენის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ცნობისათვის: გასული წლის 19 ოქტომბერს ლუბა ყოჩიაშვილი ელექტროშოკით გათიშეს და მოკლეს. გვამი ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, დაანაწევრეს, გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს და დაწვეს.
19 წლის ირმა ყოჩიაშვილმა დანაშაული აღიარა. ბექა შენგელიამ კანიბალიზმის ფაქტი დაადასტურა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


