პოლიტიკა
კანაფის მოყვანა და წარმოება ექსპორტზე გასატანად მკაცრად იქნება გაკონტროლებული კანონსაწინააღმდეგო პროცესის თავიდან ასაცილებლად - პრემიერი
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძე დღევანდელი მთავრობის სხდომის დაწყებამდე დეტალურად ისაუბრა ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში კანაფის კულტივაციას.
მისი ინფორმაციით, კანონპროექტი შსს-მ მოამზადა.
„მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, დავდექით ახალი სამართლებრივი რეალობის წინაშე - მარიხუანას პირად სივრცეში მოხმარება აღარ ითვლება დანაშაულად და არც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად. როგორც კი გამოქვეყნდა ეს გადაწყვეტილება, გახსოვთ, მე დავავალე შს სამინისტროს, მოემზადებინა შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც შექმნიდა ძალიან მკაცრ ჩარჩოებს მარიხუანის საჯარო სივრცეში მოხმარების აკრძალვისთვის. შესაბამისად, ახალი რეგულაციების კანონპროექტი იყო მომზადებული, რომელსაც დღეს მთავრობის სხდომაზე განვიხილავთ და შემდეგ გადაეგზავნება პარლამენტს.
იმისთვის, რომ არ დაზარალდეს საზოგადოებრივი ინტერესი და უსაფრთხოება, მნიშვნელოვანია ამ კანონპროექტის დროული განხილვა, რათა სამართალდამცველებს მარიხუანას მოხმარების კონტროლის ეფექტიანი ბერკეტი ჰქონდეთ, რათა საზოგადოება, განსაკუთრებით კი ჩვენი ახალგაზრდები იყვნენ დაცული შესაძლო ზიანისგან ან მავნე ზეგავლენისგან“, - განაცხადა ბახტაძემ.
პრემიერის თქმით, გამკაცრდება პასუხისმგებლობა მარიხუანას მოხმარების პოპულარიზაციისა და რეკლამირებისთვის. ბახტაძის ინფრომაციით, „კანონპროექტის მიხედვით, მკაცრად დარეგულირდება და დაისჯება მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით, სასწავლო დაწესებულებების სიახლოვეს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს“.
პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ კანაფის მოყვანა და ექსპორტზე გატანა მკაცრად იქნება გაკონტროლებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების თავიდან ასაცილებლად.
„ასევე, ეს რეგულაცია შეეხება საჯარო მოხელეებს, პედაგოგებს, ექიმებსა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს. მოზარდებში მარიხუანის მოხმარების მავნე ზეგავლენის გამო ასევე დაისჯებიან ის ადამიანები, რომლებიც შეეცდებიან, მოახდინონ პოპულარიზაცია 21 წლამდე პირებში. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გამკაცრდება პასუხისმგებლობა ამავე დროს მოხმარების პოპულარიზაციისა და რეკლამირებისთვის. მარიხუანის გასაღება რჩება კვლავ სისხლის სამართლის დანაშაულად და ის არის დასჯადი.
რაც შეეხება კანაფის მოყვანასა და წარმოებას სამედიცინო მიზნით, ექსპორტზე გასატანად, ეს არის რეგულაციის ის ნაწილი, რომელიც ამავე დროს იქნება მკაცრად გაკონტროლებული, რათა მაქსიმალურად თავიდან იყოს აცილებული ქაოტური და კანონსაწინააღმდეგო პროცესი“,- განაცხადა ბახტაძემ.
გუშინ გახდა ცნობილი, რომ მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით - ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


