პოლიტიკა
კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალის წინ „გირჩის“ წევრები - იაგო ხვიჩია და ვახო მეგრელიშვილი პოლიციამ წაიყვანა
„გირჩის“ დამფუძნებელის,ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, „დედაენის“ ბაღიდან „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია ჯაფარიძემ „გირჩის“ ფეისბუკგვერდზე გაავრცელა.
„მოვედით „დედაენის“ ბაღში დაახლოებით ნახევარი საათის წინ, აპარატურას არ გვატანინებენ. აქ შეგიძლიათ ნახოთ უამრავი ხალხი, არ ვიცი, დაცვის სამსახურის ხალხია. მთელი პარკი არის ალყაში, სავსეა პოლიციით აქაურობა, მათ შორის, იუსტიციის სახლის პარკინგზე პოლიციელებით სავსე ავტობუსები დგას.
დაახლოებით 10 წუთის წინ გამოცხადნენ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, ჯგუფი მოვიდა, იაგოს მოჰკიდეს ხელი, წაიყვანეს განყოფილებაში. ვკითხეთ, რა იყო მიზეზი, გვითხრეს, ჩხრეკაზე გადაგვყავსო, განყოფილებაში უნდა გავჩხრიკოთო. შევთავაზეთ, რომ აქვე შეგიძლიათ, ჩხრეკა ჩაატაროთ-თქო. არაო, განყოფილებაში უნდა წავიყვანოთო.
ახლაც მოძრაობს დიდი ჯგუფი, სავარაუდოდ, კიდევ მოვლენ და ასე ცალ-ცალკე წაგვიყვანენ ყველას. სავარაუდოდ, ვახოსაც წაიყვანენ, მეც წამიყვანენ. უბრალოდ, მინდა იცოდეთ, რომ ფესტივალი ტარდება ჩვეულებრივად, აქ ადამიანები შეიკრიბებეიან 16:20-ზე, როგორც ეს იყო დაგეგმილი.მათ შორის ის ხალხი, ვინც აპირებს, აქ სხვადასხვა რაღაცები გაყიდოს, იმხიარულოს, გაერთოს. მიზანი არის ის, რომ ფესტივალი შედგეს ნებისმიერ შემთხვევაში.
თუ მე დამაკავეს, ერთადერთი რაც შეიძლება შეიცვალოს, იქნება ის, რომ მე ვერ მოვახერხო იმ დაუმორჩილებლობის აქტის ჩადენა.
ზოგადად კი, კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი დღეს თბილისში უნდა ჩატარდეს. ამიტომ ყველას გთხოვთ, ვინც აპირებთ მოსვლას, არ შეგეშინდეთ ამ ხალხის, არავინ თქვენ ხელს არ მოგკიდებს.
ერთადერთი, ვისაც შეიძლება, ხელი მოჰკიდონ, ვართ მე და „გირჩის“ კიდევ რამდენიმე ადამიანი. თუ აქ არ დაგხვდით, არა უშავს, ფესტივალი ჩაატარეთ ჩვეულებრივად, იმხიარულეთ, გაერთეთ, საზეიმო განწყობა გქონდეთ. საბოლოო ჯამში, ეს მარაზმი ქვეყანაში აუცილებლად დამთავრდება. რაც უფრო მეტ სიგიჟეს გააკეთებენ, მით უფრო მალე დავამთავრებთ ამ ყველაფერს“, -განაცხადა ჯაფარიძემ.
მოგვიანებით „გირჩმა“ ფეისბუკგვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიციამ წაიყვანა „გირჩის“ კიდევ ერთი წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


