პოლიტიკა
კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტს მთავრობა უახლოეს პერიოდში გამოიწვევს - გიორგი გახარია
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიოგრგი გახარიას განცხადებით, კანაფის კულტივაციის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტიდან იქნება გაწვეული. ამის შესახებ მინისტრმა ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ თქვა.
გახარიას განმარტებით, ეს გადაწყვეტილება განაპირობა პოლიტიკურმა კონტექსტმა.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის იყო რეგულირების ნაწილი, რომელიც ჩვენ პარლამენტში შევიტანეთ და უდიდესი შედეგი ექნება ამ კანონს როგორც უსაფრთხოების ასევე მოხმარების რეგულირების ნაწილში.
ვიმსჯელეთ ასევე საკანონონმდებლო ინიციატივის მეორე ნაწილზე - ეს გახლდათ კულტივაციის თემა სამედიცინო მიზნებისთვის. რა თქმა უნდა, კონტექსტი არსებობს და ესაა პოლიტიკური კონტექსტი, რომელიც დაედო ამ საკანონმდებლო ინიციატივას. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ერთმნიშვნელოვნად ჩვენთვის ძალზედ დიდი ფაქტორია, რომ ამ კანონის ირგვლივ მოხდეს კონსესუსი. ამ კონსესუსის მიღწევა ამ პოლიტიკური კონტექსტიდან, მათ შორის, არჩევნებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე შეუძლებელია და იმ საზოგადოებრივი რეაქციიდან გამომდინარე პარტიაში იყო შეხვედრა, რომელსაც ქალბატონი სალომეც ესწრებოდა, და იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ ეს კანონპროექტი გამოვიტანოთ.
ეს იყო დღეს პატრიარქთან შეხვედრის ძირითადი თემა. რა თქმა უნდა, ეს იყო საპატრიარქოსა და პატრიარქის პოზიცია და ჩვენ დავთანხმდით, რომ ამ კანონპროექტს მთავრობა უახლოეს პერიოდში გამოიწვევს“, -უთხრა გახარიამ ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, იურიდიული თვალსაზრისით პროექტს გასაწვევი არაფერი არ სჭირდა და იურიდიულად გამართული იყო, თუმცა იმის გამო, რომ საკითხს პოლიტიკური კონტექსტი მიეცა, მთავრობამ საკანონმდებლო ინიციატივის გაწვევა გადაწყვიტა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


