პოლიტიკა
კამპანია Eagle Hills-ის პროექტის წინააღმდეგ იყო ერთი ხელიდან კოორდინირებული, ზუსტად იგივე ხელი მართავს ამ პროცესებს, ვინც მართავდა მანამდე რევოლუციურ პროცესებს, თავიდან შემოიყვანეს სცენაზე „ლელო“, მას დააწყებინეს კამპანია, ამ უპრეცენდენტო და უნაკლო ინვესტიციის წინააღმდეგ, შემდეგ თანდათანობით გასწიეს გვერდზე „ლელო“ და გადააბარეს ეს კამპანია „ალტ ინფოს“, „პატრიოტთა ალიანსს“, „ნაცების“ ახალგაზრდულ ფრთას - ამ შავბნელ ძალებს - ირაკლი კობახიძე
კამპანია Eagle Hills-ის პროექტის წინააღმდეგ იყო ერთი ხელიდან კოორდინირებული, ზუსტად იგივე ხელი მართავს ამ პროცესებს, ვინც მართავდა მანამდე რევოლუციურ პროცესებს, თავიდან შემოიყვანეს სცენაზე „ლელო“, მას დააწყებინეს კამპანია, ამ უპრეცენდენტო და უნაკლო ინვესტიციის წინააღმდეგ, შემდეგ თანდათანობით გასწიეს გვერდზე „ლელო“ და გადააბარეს ეს კამპანია „ალტ ინფოს“, „პატრიოტთა ალიანსს“, „ნაცების“ ახალგაზრდულ ფრთას - ამ შავბნელ ძალებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, პრაქტიკულად, არავითარი რეალური კითხვა არ არსებობს ამ პროექტთან დაკავშირებით, შესაბამისად, პროექტი განხორციელდება.
„ეს კამპანიაც იყო ერთი ხელიდან კოორდინირებული. ზუსტად იგივე ხელი მართავს ამ პროცესებს, ვინც მართავდა მანამდე რევოლუციურ პროცესებს. თავიდან შემოიყვანეს სცენაზე „ლელო“, მას დააწყებინეს კამპანია, ამ უპრეცენდენტო და უნაკლო ინვესტიციის წინააღმდეგ, შემდეგ თანდათანობით გასწიეს გვერდზე „ლელო“ და გადააბარეს ეს კამპანია „ალტ ინფოს“, „პატრიოტთა ალიანსს“, „ნაცების“ ახალგაზრდულ ფრთას - ამ შავბნელ ძალებს. აქაც ჩანს მარტივი კოორდინაცია. ისინი პროექტის განხორციელებას ხელს ვერ შეუშლიან, მათ სურდათ ერთადერთი რამ, რომ ის პროექტი, რომელიც მართლაც უპრეცენდენტოა და რომელსაც შეუძლია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში განსაკუთრებული წვლილის შეტანა, წარმოეჩინათ ნეგატიურად. გარკვეულწილად, ეს შეძლეს, მთელი კამპანია იყო ამისათვის მომართული, ეს ყველაფერი იყო გარედან დაფინანსებული და მხარდაჭერილი, თუმცა, ისინი ვერ მიაღწევენ მიზანს, პროექტი განხორციელდება, 11 მლრდ ლარით გამდიდრდება ჩვენი ეკონომიკა და ქართული ეკონომიკის გამდიდრება ნიშნავს ამ სიკეთის გავრცელებას ფართო საზოგადოებაზე. თავად შეგიძლიათ განსაჯოთ, რას ნიშნავს 100 მილიარდიანი ეკონომიკისთვის 11 მილიარდის დამატება მხოლოდ ერთი პროექტის ხარჯზე. კამპანია უკვე ჩავარდნილია, ყველამ გაიგო, რომ არავითარი არაბიზაცია არ ხორციელდება. ჩვენ სრული ღიაობა გამოვხატეთ დისკუსიების კუთხით ამ თემასთან დაკავშირებით. პარლამენტშიც გვქონდა ამ საკითხის განხილვა. კითხვებიც კი ვერ დასვა რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა პარტიამ ამ თემასთან დაკავშირებით.
შეგიძლიათ ამოიღოთ კითხვები. პრაქტიკულად, არავითარი რეალური კითხვა არ არსებობს ამ პროექტთან დაკავშირებით. შესაბამისად, პროექტი განხორციელდება. ჩვენს ეკონომიკას შეემატება 11 მილიარდი ლარი, ჩვენს ბიუჯეტს წლიურად შეემატება საშუალოდ 700 მილიონი ლარი და ეს ყველაფერი მოხმარდება ფართო საზოგადოებას, უფრო მეტად შევსებული ბიუჯეტი ნიშნავს მეტ სოციალურ პროექტს, მეტ ინფრასტრუქტურულ პროექტს“, - განაცხადა პრემიერმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


