პოლიტიკა
კალიფორნიის „თანამეგობრობის კლუბში“ საქართველოს შესახებ დისკუსია გაიმართა
სან ფრანცისკოში, ერთ-ერთ უძველეს სამეცნიერო-კვლევით ცენტრში, „თანამეგობრობის კლუბში“ გაიმართა დისკუსია საქართველოს შესახებ, რომელსაც დაესწრნენ აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გიორგი ციკოლია და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ ლაშხი.
„ყურადღება გამახვილდა იმ რეფორმებზე, რომლებსაც საქართველო ახორციელებს; იმ მნიშვნელობაზე, რომელიც საქართველოს და მის სტაბილურობას უჭირავს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით; ამერიკის ჩართულობაზე და მის მნიშვნელობაზე; ორმხრივ ურთიერთობებზე. რა თქმა უნდა ვისაუბრეთ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების კუთხით სამთავრობო გეგმებზე“, - განაცხადა აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ.
დისკუსიაზე მოდერატორმა, კალიფორნიის უნივერსიტეტის ბერკლის სლავური ენებისა და ლიტერატურის ასოცირებულმა პროფესორმა ჰარშა რამმა დამსწრე საზოგადოებად მოკლედ გააცნო საქართველოს გეოპოლიტიკა და ისტორიულ-პოლიტიკური სარჩული, ასევე რუსეთთან საქართველოს ურთიერთობები და მოკლედ ისაუბრა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომზე. მან ხაზი გაუსვა, რომ დღეს საქართველო მოწადინებულია გააღრმავოს ურთიერთობა აშშ-თან და სურს ძლიერი ეკონომიკური კავშირების ქონა „Silicon Valley”-სთან.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


