სამართალი
ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ორ ფაქტზე სამი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ორ ფაქტზე სამი პირი დააკავეს.
„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, ერთ შემთხვევაში, ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული კომპანიების სახელით დაამზადეს ყალბი საგადასახადო დოკუმენტები 310 539 ლარის ღირებულების რუსული ხორბლის ფიქტიურად მიწოდების თაობაზე, რა გზითაც საკუთარ კომპანიას შეუქმნეს 47 370 ლარის დღგ-ის ყალბი აქტივი, რომელიც შემდგომ გამოიყენეს მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად. ხოლო, მეორე შემთხვევაში, ბრალდებულმა მისი მართვის ქვეშ მყოფ კომპანიებს შორის განახორციელა საქონლის ფიქტიური გაწერები, რომელთა მეშვეობითაც შეიქმნა და გამოიყენა დღგ-ის 18 536 ლარის ყალბი აქტივი“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


